თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ყაჩაღიანი #1 უბანზე კომპანია „RMG“-ის საქმიანობა არ შეჩერდება.

მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს განიხილავდა, აღნიშნულ უბანზე კომპანიის სამუშაოები არ შეჩერდება, თუმცა 12 დეკემბრის აქტებთან დაკავშირებით, სასამართლოში მსჯელობა მოგვიანებით გაგრძელდება.

არ დაკმაყოფილდა არც ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მოთხოვნა, რომელიც ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ კმაყოფილია “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წარმომადგენელი ირაკლი მამალაძე. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება, ობიექტის დათვალიერებამ გამოიწვია.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება, რომ ობიექტზე საერთოდ არ იქნას სამუშაოები შეჩერებული და კომპანიას მუშაობის გაგრძლების საშუალება მიეცეს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ მანამდე, საყდრისში სპეციალისტებთან და არქეოლოგებთან ერთად, მოსამართლე იყო ჩასული და ობიექტი დაათვალიერა. როგორც არეოლოგები აცხადებენ, ობიექტი საერთოდ აღარ არსებობს და შესაბამისად, იქ რაიმე სახის არქეოლოგიური ექსპედიცია აზრს მოკლებულია. შესაბამისად, მოსამართლემ დაინახა ეს პრობლემა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ კმაყოფილი ვართ მეორე გადაწყვეტილებით, რომელიც 12 დეკემბრის აქტებთან დაკავშირებით დავის გაგრძელებას ეხება. მე “საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” სახელით ვაცხადებ, რომ სასამართლოში აუცილებლად მოუწევთ მოსვლა იმ პირებს, ვინც საყდრისი ააფეთქა, კონკრეტულად, კულტურის მინისტრს გიორგაძეს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს და იმ თვითმარქვია არქეოლოგებს, რომლებმაც ფულის სანაცვლოდ საყდრისი ააფეთქეს და უკანონო აქტებს მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

დღევანდელი განჩინების გასაჩივრების თაობაზე მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

როგორც საიას იურისტმა და მოსარჩელეების წარმომადგენელმა სულხან სალაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუ რა კონკრეტულ გარემოებებს ეფუძნება მოსამართლის განჩინება.

„ბუნებრივია, როდესაც განჩინება ჩაბარდება, მოსარჩელე მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს თუ არა აღნიშნული განჩინება. მიუხედავად იმისა, რა მოცემულობა გვაქვს დღეს საყდრისში, ან რა მდგომარეობაშია ობიექტი, დღევანდელ განჩინებას არანაირი პირდაპირი შემხებლობა არ აქვს თავის არსთან, ვინაიდან სასამართლოს არ უთქვამს, კანონიერი იყო თუ არა კულტურის სამინისტროს ან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე სასამართლო ცალკე იმსჯელებს. ჩვენ ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულება გვექნება”, – განაცხადა სულხან სალაძემ.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 312 | დაამატა: slot | თარიღი: 18.05.2015 | კომენტარი (0)

საყდრისის ქართულ–გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე აცხადებს, რომ საყდრისის ძეგლი უკვე აღარ არსებობს და მის ადგილზე დიდი ორმოა. „არ არის უკვე დიდი ორმო, სიღრმეზე მიმდინარეობს სამუშაოები. ის დონე, რომელზეც, ჯერ კიდევ ვვარაუდობდით კულტურული ფენების შენარჩუნებას, დანგრეულია, ხელყოფილია. როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, 10 წლის განმავლობაში, ძეგლის შესწავლით მისი უნიკალურობა დადასტურებული იყო. „ეს იყო არამხოლოდ საქართველოს კუთვნილება, არამედ ეს იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიღწეული გვქონდა პრეისტორიული ხანის გვირაბები, ოქროს მოპოვების კერა აღწევდა 38 მეტრს. ახლა მიმდინარე სამუშაოები უკვე გასცდა ამ სიღრმეს, 80 მეტრამდეა ჩასული. აღარაფერი აღარ არსებობს", - აცხადებს ირინა ღამბაშიძე.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 282 | დაამატა: slot | თარიღი: 18.05.2015 | კომენტარი (0)