"არქეოლოგიური ობიექტი დაშლილია და საქმიანობის შეჩერების აზრი აღარ არსებობს" - ამის შესახებ "RMG ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მოსამართლეებისა და არქეოლოგების მიერ, ყაჩაღიანის უბანზე საყდრისის საბადოს ტერიტორიის დათვალიერების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვახტანგ ფარესიშვილმა განაცხადა ტერიტორია ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილმა არქეოლოგმა შეამოწმა. მისივე თქმით დადასტურდა, რომ არქეოლოგიური ობიექტი დაშლილია და ის აღარ არსებობს. ვახტანგ ფარესიშვილი აცხადებს, რომ კომპანია საქმიანობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

"ყველა მხარის არქეოლოგმა დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი და ყველამ დაადასტურა, რომ არქეოლოგიური ობიექტი დაშლილია, აღარ არსებობს, სტერილურია და აღარანაირი ნიშანი და აზრი საქმიანობის შეჩერების აღარ არსებობს. კომპანია საქმიანობას კანონის სრული დაცვით ახორციელებდა და ახორციელებს. ამ შემთხვევაში ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია", - განაცხადა ფარესიშვილმა.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 266 | დაამატა: slot | თარიღი: 16.05.2015 | კომენტარი (0)