|
საყდრისის ქართულ–გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე აცხადებს, რომ საყდრისის ძეგლი უკვე აღარ არსებობს და მის ადგილზე დიდი ორმოა.
„არ არის უკვე დიდი ორმო, სიღრმეზე მიმდინარეობს სამუშაოები. ის დონე, რომელზეც, ჯერ კიდევ ვვარაუდობდით კულტურული ფენების შენარჩუნებას, დანგრეულია, ხელყოფილია.
როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, 10 წლის განმავლობაში, ძეგლის შესწავლით მისი უნიკალურობა დადასტურებული იყო.
„ეს იყო არამხოლოდ საქართველოს კუთვნილება, არამედ ეს იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიღწეული გვქონდა პრეისტორიული ხანის გვირაბები, ოქროს მოპოვების კერა აღწევდა 38 მეტრს. ახლა მიმდინარე სამუშაოები უკვე გასცდა ამ სიღრმეს, 80 მეტრამდეა ჩასული. აღარაფერი აღარ არსებობს", - აცხადებს ირინა ღამბაშიძე.
|