დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ. კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება. პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს, პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 263 | დაამატა: slot | თარიღი: 04.04.2015 | კომენტარი (0)