11:38
პრემიერ-მინისტრი RMG-ის თანამშრომლებს შეხვდა
დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ. კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება. პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს, პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 264 | დაამატა: slot | ტეგები: არემჯი, ირაკლი ღარიბაშვილი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar