« 1 2 3 4 5 6
სათხის ეკლესია იმ იშვიათ ძეგლთა სიას მიეკუთვნება, რომლის ლაპიდარულ წარწერებში ნაგებობის „გალატოზის" (ხუროთმოძღვრი) სახელიც მოიხსენიება. ტაძარს ამკობდა თანადროული კანკელიც, რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. სათხის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. 
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 355 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 06.09.2013 | კომენტარი (0)

22 მარტს, პროექტის - "ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სკოლა" ფარგლებში, რატევნის სკოლაში ჩატარდა შეხვედრა კაზრეთის #1, ბოლნისის #5 და "გორშკოვა-დავითიანის" მოსწავლეებს შორის, თითო სკოლიდან 5-5 ბავშვი
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 401 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 30.08.2013 | კომენტარი (0)

მადნეულის (კაზრეთის) ჰავა
• კაზრეთის (მადნეულის) კლიმატი ზოგადი ნიშნების მიხედვით მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავის ტიპს მიეკუთვნება. ზომიერად ცივი ზა,თრით და ცხელი ზაფხულით.
• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 2000 საათს აღემატება. ბოლნისის რაიონში, რომელიც მოიცავს მადნეულის ტერიტორიას, მზის ნთების საშუალო წლიური ხანგრძლივობა შეადგენს 2300-დან 2400-მდე საათს. მზის ნათების თვიური ჯამები(საათობით) მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.1 (მონაცემები ეყრდნობა ჰელიოგრაფების ბაფტების დამუშავების შედეგად მიღებულ მონაცემებს)
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 986 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 27.08.2013 | კომენტარი (0)

ბოლნისის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის ვაკეს, რომელიც შემოფარგლულია გორაკ-ბორცვებით. იგი აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიურ-პროვილიური ნაფენებით, საფუძვლად კი უმეტესად სარმატული ასაკის დისლოცირებული ნალექები უდევს. ვაკეზე კარგადაა გამოხატული მდინარეული ტერასები. გორაკ ბორცვების ზოლი ვულკანოგენური ქანებით და ქვიშა ქვებითაა აგებული.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 618 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 27.08.2013 | კომენტარი (0)

საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ბოლნისის რაიონში (ქვემო ქართლში). დასავლეთით მას ესაზღვრება დმანისი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით -- მარნეულის რაიონი , ჩრდილოეთით -- თეთრიწყაროს რაიონი, რომელიც გამოყოფილია ქციის ხეობით. მისი ფართობი 798,3 კვადრატული კმ-ია. ბოლნისის რაიონში მდებარეობს ერთი ქალაქი (ბოლნისი), ერთი დაბა (კაზრეთი) და 45 სოფელი.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 513 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 27.08.2013 | კომენტარი (0)

კაზრეთის (მადნეულის) გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 410 19. და ა.გ 44 0 27, . იგი ზღვის დონიდან საშუალოდ 900 მეტრზე მდებარეოობს. მადნეულის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადის წალკის და გომარეთის პლატოებზე ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით მას ქვემო ქართლის ვაკე ესაზღვრება; სამხრეთ- აღმოსავლეთით -- ლოქის მასივი, სამხრეთ-დასავლეთით -- დმანისის პლატო, ხოლო დასავლეთით -- ჯავახეთის ქედის ჩრდილო- აღმოსავლეთ განშტოებები.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 348 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 27.08.2013 | კომენტარი (0)

კაზრეთი (მადნეული) მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ზე, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე, იგი ქალაქის ტიპის დასახლებაა.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 493 | დაამატა: ADMIN | თარიღი: 27.08.2013 | კომენტარი (1)