01:48
კარიერი
ბოლნისის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის ვაკეს, რომელიც შემოფარგლულია გორაკ-ბორცვებით. იგი აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიურ-პროვილიური ნაფენებით, საფუძვლად კი უმეტესად სარმატული ასაკის დისლოცირებული ნალექები უდევს. ვაკეზე კარგადაა გამოხატული მდინარეული ტერასები. გორაკ ბორცვების ზოლი ვულკანოგენური ქანებით და ქვიშა ქვებითაა აგებული. ზოგან გაშიშვლებულია პალეოგენური და ნეოგენური ქვიშაქვები და მერგელები. დამახასიათებელია რელიეფის ტექტოგენურ ვულკანოგენურ და ეროზიულ ფორმათა მონაცვლეობა.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 620 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar