22:03
შეხვედრა სკოლებს შორის "ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სკოლა"
22 მარტს, პროექტის - "ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სკოლა" ფარგლებში, რატევნის სკოლაში ჩატარდა შეხვედრა კაზრეთის #1, ბოლნისის #5 და "გორშკოვა-დავითიანის" მოსწავლეებს შორის, თითო სკოლიდან 5-5 ბავშვი.შეხვედრაზე გავაცანით ერთმანეთს თუ როგორ მუშაობენ სკოლების თვითმმართველობი, აქტიურია, თუ არა მათი თვითმმართველობა და რისი გაკეთება მოახერხეს მათ სკოლაში. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი კლუბების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, თუ რამდენად ვახერხებთ თემის თვითმმართველობებთან ურთიერთობებს, რამდენად შედეგის მომტანია ეს ურთიერთობები.ბოლოს, შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებით, გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს და შესაძლებელია დავგეგმოთ საერთო აქტივობები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც სააქტო დარბაზში მიმდინარეობდა, გადავინაცვლეთ კლუბის ოთახში და დავათვალიერებინეთ კლუბისა და კლუბისათვის გაკეთებული ნამუშევრები. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ამ შეხვედრით, ნასიამოვნები დავრჩით ჩვენც, კლუბის წევრები და შეხვედრის ორგანიზატორები.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 400 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 0
avatar