კომპანია "არემჯი გოლდი" გადაცემა "აქცენტების" ავტორს ეკა კვესიტაძეს პასუხობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი ეკა კვესიტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ განაცხადა, თითქოს კითხვებზე პასუხისთვის მობილიზება ვერ მოახერხა, არ შეესაბამება სიმართლეს. "2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებუული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 227 | დაამატა: slot | თარიღი: 28.02.2015 | კომენტარი (0)

"ნიკა გვარამია - ნაც. პროკურორი, ეკა კვესიტაძე - მარიონეტი ჟურნალისტი" - ამ შინაარსის ტრანსფარენტებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტები" ეთერში არ გავიდეს. "საყდრისი ხალხის კეთილდღეობისთვის და არა გრანტიჭამია არასამტავრობოებისათვის." - აქციის წევრები აქციით "არემჯი" გოლდსაც მიმართავენ და მოუწოდებენ საყდრისს თავი დაანებონ. ცნობისათვის, კვესიტაძის დღევანდელი გადაცემა სწორედ საყდრისს შეეხება. აქციის წევრები მოითხოვენ, რომ გადაცემა ეთერში არ გავიდეს.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 242 | დაამატა: slot | თარიღი: 28.02.2015 | კომენტარი (0)