18:37 "ეკა კვესიტაძის განცხადება, თითქოს მობილიზება ვერ მასწრო კომპანიამ, არ შეესაბამება სიმართლეს" | |
|
კომპანია "არემჯი გოლდი" გადაცემა "აქცენტების" ავტორს ეკა კვესიტაძეს პასუხობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი ეკა კვესიტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ განაცხადა, თითქოს კითხვებზე პასუხისთვის მობილიზება ვერ მოახერხა, არ შეესაბამება სიმართლეს. "2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებუული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უარის მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ მონაწილეობის მიღება იმ სიცრუეში, რომელსაც „განსხვავებული აქცენტების“ 28 თებერვლის გადაცემა წარმოადგენს და არა ის, რაც ეკა კვესიტაძემ განაცხადა დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში, თითქოს კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მობილიზება მის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად." - ნათქვამია "არემჯი გოლდის" განცხადებაში. ცნობისათვის, დღეს "არემჯი გოლდის" თანამშრომლებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქცია გამართეს, ეკა კვესიტაძეს მარიონეტი ჟურნალისტი უწოდეს და მოითხოვეს გადაცემა ეთერში არ გადავიდეს. კომპანიის ამ აქციას უპასუხა "აქცენტების" ავტორმა ეკა კვესიტაძემ. | |
|
|
|
| სულ კომენტარები: 0 | |