|
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგები ჩატარდება დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში. მსურველებმა რეგისტრაცია უნდაგაიარონ მითითებულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
|
|
ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კონცერტი დაბის კულტურის სახლში ჩაატარა, მან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები გააჟღერა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
სოლო კონცერტს მომღერლის პატარა მეგობარი სოფიო მაისურაძე ალამაზებდა.
სიმღერებით მოხიბლულმა პატარა მაყურებლებმა დარბაზი დატოვეს და სცენაზე გადაინაცვლეს, ეს კი კონცერტის ერთ-ერთი ლამაზი და შთამბეჭდავი მომენტი იყო.
ბოლნისი მეთორმეტე მუნიციპალიტეტია, სადაც ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტი ტურნეს ფარგლებში გამართა.
|
|
თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი-ხუჯაძის კლინიკის“ ერთობლივი ინიციატივით დაბა კაზრეთში უფასო ამბულატორიული კონსულტაციები და კვლევები ჩატარდება, რომელიც მოიცავს ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობას. კონსულტაციას გაწევენ ექიმები: ბეჟან ხელაშვილი, თათია ზარნაძე და გაგა ყულიაშვილი. აგრეთვე ენდოკრინოლოგი ლია თეთრაძე და ექოსკოპირტი ნატო ღეჩუაშვილი.
გასინჯვა-გამოკვლევები ჩატარდება დაბა კაზრეთის საავადმყოფოში 2 ივლისს 10 საათიდან.
|
|
„არემჯიმ“ კაზრეთის რაგბის გუნდ „ყოჩებს“ საჩუქრად სავარჯიშო ბალიშები და ბურთები გადასცა. კომპანიამ ყოველთვიურ დაფინანსებასთან ერთად მათ დამატებით საჭიროებებზე მას შემდეგ იზრუნა, რაც კაზრეთის მორაგბეთა გუნდის მწვრთვნელმა შოთა მაღრაძემ აღნიშნულ სპორტულ ინვენტართან დაკავშირებით კომპანიას თხოვნით მიმართა. შოთა მაღრაძე (კაზრეთის „ყოჩების“ მწვრთვნელი) – „არემჯიმ“ საჩუქრად ხუთი სავარჯიშო ბალიში და ექვსი ბურთი შეგვიძინა რაც ყოველდღიური ვარჯიშებისთვის გვესაჭიროებოდა. სანაკრებოდ გამოგვადგება ეს ბალიშები, რაც კაზრეთის ყოჩებისთვის წარმატების საწინდარი იქნება. ვარჯიშის დროს უკვე ვიყენებთ ამ ბალიშებს. ბავშვებმა გამოასწორეს დაჯახება, შერკინება და ფაქტიურად ეს მათ თამაშზეც აისახა. თბილისის „ჯიქები“ ჩვენს სტადიონზე 26:5 დავამარცხეთ. ამ წელს პირველად დავიწყეთ თამაში საქართველოს B ლიგაში, უკვე მეხუთე ადგილზე ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. სექტემბერში იწყება სანაკრებო შეკრება და გვაქვს იმედი, რომ რამოდენიმე სპორტსმენს გამოიძახებენ. ასეთი სავარჯიშო ბალიშები ბევრ გუნდს არ აქვს, მაგრამ კაზრეთელი მორაგბეები „არემჯის“ დამსახურებით ამით ვარჯიშობენ!“ ამ წლის სეზონზე, კაზრეთის რაგბის გუნდი, პირველად მონაწილეობს საქართველოს B ლიგაში და უკვე მყარად ინარჩუნებს მეხუთე პოზიციას.
| |