16:14
აქცია მთავრობის კანცელარიასთან - რას ითხოვენ საყდრისის კომიტეტის წევრები?
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები საბადოს ჯერ კიდევ შეუსწავლელ ტერიტორიაზე ქართველ და გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის შესვლას ითხოვენ. მათი თქმით, არქეოლოგები და გეოლოგები ოქროს უძველესი მაღაროს შესახებ დამატებით ინფრომაციას მოიპოვებენ. კომიტეტის წევრები ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. საყდრისის მცველები ასევე მოითხოვენ შეჩერდეს სამუშაოები, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და დეპუტატებმა კომისიის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირონ.

იხილეთ ვიდეო
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 272 | დაამატა: slot | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar