კომპანია „არემჯი“ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ბრალდებებს პასუხობს. კომპანია განცხადებას ავრცლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო პერიოდში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ მხრიდან, კომპანია „არემჯის“ მისამართით არაერთი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა (მაგ: თებერვლის შუა რიცხვებში, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ცალკეული წევრები აცხადებდნენ, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა „მნიშვნელოვანი არტეფაქტები“). მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ღიად მოსთხოვა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ან ინფორმაციის უარყოფა, დღეს ისინი მედიასაშუალებით კვლავ განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და კომპანიის მისამართით მორიგი ბრალდებების წარდგენას.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 224 | დაამატა: slot | თარიღი: 13.03.2015 | კომენტარი (0)