|
დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, შენობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, რომელიც კაზრეთის პირველ მიკრორაიონში მდებარეობს და დაახლოებით 900 კვ მეტრ ფართობს მოიცავს. შენობის აშენების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.
„რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და მოსახლეობა ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებს. ამავე ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაბის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი იქნება, დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. ცენტრის მშენებლობის პროექტი მთლიანად დაფინანსებულია სამინისტროს მიერ, გარე პერიმეტრის მოწყობას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
|