21:20
" ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი საწარმოს 500–მდე მუშა გაიფიცა"
2014 წლის 14 თებერვალს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი საწარმოს 500–მდე მუშა გაიფიცა. მათ რაიონის მოსახლეობაც შეუერთდა სოლიდარობის ნიშნად. მადნის მომპოვებელი კომპანია წლების განმავლობაში ეწევა დასაქმებულების უკიდურეს შრომით ექსპლოატაციას - მუშებს არ მიეწოდებათ უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ინვენტარი და სპეც ტანსაცმელი. შესაბამისად, მათ წლებია უწევთ არაადამიანურ პირობებში მუშაობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მეტიც, 30 იანვარს, აღნიშნულმა კომპანიამ საწარმოში დასაქმებული 180 მუშა გაურკვეველი, არაადეკვატური და უსამართლო მიზეზით მასობრივად და დემონსტრაციულად გაათავისუფლა, რითაც დაამტიკაცა საკუთარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კაზრეთში მცხოვრები მოქალაეების მიმართ, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს, სწორედ აღნიშნული საწარმო წარმოადგენს. გაფიცული მუშები აყენებენ 4 ძირითად მოთხოვნას: 1. დააბრუნონ უსამართლოდ გათავსუფლებული მუშები სამუშაო ადგილებზე 2. ახალი კონტრაქტით დასაქმებულების ანაზღაურება გაორმაგდეს 3. კომპანიამ უზრუნველყოს ისინი შესაბამისი ინვენტარით მათი უსაფრთხო მუშაობისთვის 4. შემუშავდეს მუშათა ჯანმრთელობის ეფექტური სადაზღვევო სისტემა. ამგვარი სიტუაცია არ წარმოადგენს სიახლეს, ის პერმანენტულ ხასიათს ატარებს ზოგაგდად დასაქმებულ ადამიანთა ცხოვრებაში. სწორედ ანალოგიურ ჩაგვრასა და უსამართლობას განიცდიან ჭიათურაში მომუშავე მაღაროელები. გასული წლების განმავლობაში 250- მდე მუშის სიცოცხლე შეიწირა კერძო მეწარმეების, ინვესტორების და კორპორაციების ინტერესებმა. ეს არის კომპლექსური ხასიათის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას სახელმწიფოს და მოქალაქეების გაზიარებული პასუხისმგებლობითა და ორგანიზებული სოლიდარობით. ყოველ თქვენთაგანს მოგიწოდებთ მოხვიდეთ 17 თებერვალს 15 საათზე RMG GOLD-ის სათაო ოფისთან და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი გაფიცული მუშების მიმართ! წყარო
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 305 | დაამატა: slot | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar