ძეგლები კაზრეთის სამების ეკლესია - ამავე ხეობის მეორე მნიშვნელოვანი ძეგლი - სამების ეკლესია სოფ. კაზრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა 2 – 2,5 კმ მანძილზე ხშირტყიან ხევში. ამ ადგილს ძველად "ისპიანს" უწოდებდნენ. ამ ბოლო წლებში ახალ სამრეწველო ბაზაზე აღმოცენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კეთილმოწყობილი საავტომობილო გზაა გაყვანილი მაშავრის ხიდიდან. გზის ახალი მონაკვეთი ჩვენი ძეგლის ტერიტორიაზედაც გადის და შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთით მიემართება ბარიტის კარიერებისაკენ. მომსვლელს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება ძველ მოსახვევიდან ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული ნამონასტრალი.
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 240 | დაამატა: slot | თარიღი: 19.02.2014 | კომენტარი (0)