13:17
დაბა კაზრეთში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
მდინარე მაშავერაზე გადასასვლელ სამანქანო ხიდს სარემონტო სამუშაოები უტარდება. კეთდება საფეხმავლო ბილიკი, დამცავი ჯებირები, გამაგრდება და შეიღებება მოაჯირეები. სამუშაოები ოთხ მარტს დაიწყო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთადერთი ხიდი, რომლითაც დაბის მოსახლეობა გადაადგილდება, დაზიანებული იყო, ფეხითმოსიარულეებს სამანქანო გზაზე უწევდათ სიარული, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
მასალის წყარო
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 450 | დაამატა: slot | ტეგები: რეაბილიტაცია, კაზრეთის ხიდი, კაზრეთი | რეიტინგი: 5.0/8
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 Anonymously • 23:38, 20.04.2016
სხვა პრობლემებზეც თუ გაამახვილებთ ყურადღებას და გააკეთებთ კარგს იზამთ
avatar