17:24
ინტერნეტიზაციის პროგრამის პირველ ფაზაში ბოლნისის 16 სოფელი მოხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი – 500-მდე სოფლისთვის. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს 473 სოფელი, რომელთა შორისაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი: აკაურთა, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში, გეტა, ფოცხვერიანი, სოფელი ბოლნისი, კაზრეთი, მამხუტი, მუხრანა, ჭაპალა, მუშევანი, ხატისოფელი, ვანათი, ტალავერი, ფარიზი, ტანძია. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება. მასალის წყარო
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 294 | დაამატა: slot | ტეგები: ინტერნეტი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar