16:54
დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი კომპანიების 700-მდე თანამშრომელი გაიფიცა
[b]ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, მადნის მომპოვებელი კომპანიების „RMG gold“ და „RMG Cooper“-ის 700-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ამ წუთებში ისინი დაბა კაზრეთის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, RNG gold და RNG Cooper-ის კუთვნილ საბადოებზე მადნის მოპოვება შეჩერებულია და კომპანიის ფაბრიკა აქამდე მოპოვებული მადნის მარაგით მუშაობს. მათი თქმით, დასაქმებულების გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში მოპოვებული მადნის მარაგი ამოიწურება და ფაბრიკაც გაჩერდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდაა. „რამდენიმე თვის წინ, კომპანიების ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ხელფასებს მოგვიმატებდნენ, დაახლოებით 1 კვირის წინ კი, გვითხრეს, რომ ხელფასებს ვერცერთი ლარით ვერ მოგვიმატებდნენ“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მათივე თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობამ მათ გამოუცხადა, რომ ვისაც არსებული პირობები არ აკმაყოფილებს, შეუძლიათ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწეროს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.[/b]
კატეგორია: ინფო კაზრეთზე | ნანახია: 349 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar