01:45
ქალაქი ბოლნისი
ბოლნისის რაიონის ტერიტორია აგებულია უმთავრესად მეოთხეული ნალექებით , ცარცული და იურული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით და ვულკანოგენური წარმონაქმნებით. ასევე ვხვდებით ძველ ვულკანურ ნაკადებს, რომლებიც ხრამისა და მაშავერას ხეობაში ჩამოდის. საქართველოს ოროგრაფიული სქემის მიხედვით საკვლევი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაბალი ზეგნების ზონას მოიცავს. რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 500-დან 1000 მ-მდეა. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქვემო ქართლის ვაკე (ზღვის დონიდან 265-350 მ-ზე) ჩრ-დან თრიალეთის ქედის განშტოებები (ზღ. დონიდან 1500-2000 მ-ზე). სამხრეთით განლაგებულია რთული გეოლოგიური აგებულების, ლოქის ქედის ჩრდილოეთი კალთა მგლის ჭიშკრის უღელტეხილით (ზღვის დონიდან 1798 მ-ზე). ლოქის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები ბოლნისსა და მარნეულამდე ვრცელდება და ქმნიან ბუნებრივ წყალგამყოფს მაშავერას, ფოლადაურის და დებედას აუზებს შორის. დასავლეთიდან ჯავახეთის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ განშტოებები ბოლნისამდე ვრცელდება და მაშავერას აუზების წყალგამყოფს წარმოადგენს. მდ. მაშავერა კაზრეთის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატულ ხეობაში მიედინება.
ნანახია: 330 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar