რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
მიმდინარეობს ჩატვირთვა...
Случайные материалы
Новые материалы
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 9
ნაჩვენებია მასალა: 1-9
გვერდები:

08:00 / 26-09-2010 "საბადოც, მიწაც და ქვეყანაც გაყიდულია" რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს მოქალაქეები: მ.ყ, ს.ს, ი.ს, რ.მ, გ.კ, ა.გ, ა.გ, ზ.ბ. გამოძიების ცნობით, ეს ადამიანები ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარე შპს ,,კვარციტიდან" სისტემატურად იპარავდნენ დიდი რაოდენობით ოქროს შემცველ ნივთიერებას. ასევე დაკავებულია შ.პ.ს ,,კვარციტის" საწარმოს ცვლის უფროსი რაულ წიფიანი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში იყო ამ პირებთან და სარგებლის მიღების მიზნით ხელს უწყობდა მათ დანაშაულის ჩადენაში.
მსოფლიო მასშტაბით ოქროს მოპოვება-რეალიზაციაში საქართველოს მოკრძალებული ნიშა უკავია. თუმცა, ქართულ ეკონომიკაში მის მიერ შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია. დაუმუშავებელი და ნახევრად დამუშავებული ოქრო საქართველოს ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებში ბოლო წლების განმავლობაში წამყვან ადგილს იკავებს. თუ 2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 მლნ 830 ათასი აშშ დოლარის ოქრო გავიდა, 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია.
სააქციო საზოგადოება „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ გაყიდვის შესახებ რუსულმა კომპანია „ჯეოპრომაინინგმა“ 14 ივნისს საკუთარ ვებ -გვერდზე ოფიციალურად გამოაცხადა. „ჯეოპრომაინინგმა“ „მადნეული“ და „კვარიციტი“ 120 მილიონ დოლარად გაყიდა. პრეს-რელიზში არაა მითითებული, თუ ვინ შეიძინა კომპანიის აქტივები. „ლიბერალის“კონფიდენციალური წყაროს ცნობით, აქტივები რუსულმა საინვესტიციო კომპანია NevaRus-მა შეიძინა.
"მადნეული", "კვარციტი", "აზოტი", "ბილაინი", "ლუკოილ ჯორჯია", "ხრამჰესი-1", "ხრამჰესი-2", "თელასი", "ვითიბი ბანკ ჯორჯია" - ეს იმ აქტივების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რუსეთი საქართველოში ფლობს. სააკაშვილის ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის ფონზე საქართველოში რუსული კომპანიები წარმატებით საქმიანობენ. "ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რუსული კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტი ბიზნეს-ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
2011 წლის 3 ოქტომბერს, ლიცენზიის მოსაპოვებლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოში გამართულ აუქციონზე მხოლოდ ორი კომპანია გამოცხადდა. შპს "კავკასიის სამთო ჯგუფი" და შპს"ანგლო-ჯეორგიან მინინგ ქომპანი" ერთმანეთს დაახლოებით 40-50 წუთი ეპაექრებოდნენ. აუქციონზე ფასების აწევის თითო ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. საბოლოოდ, ლიცენზია 93.5 მილიონ ლარად გაიყიდა. ლიცენზიის ახალ მფლობელზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი 100%-იანი დამფუძნებელი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაა
„ლიბერალის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სააქციო საზოგადოება „მადნეულის" და შპს „კვარიციტის" გაყიდვაზე რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, პოტენციური მყიდველი რუსული საინვესტიციო კომპანია NevaRus-ია, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას „მადნეულისა" და „კვარციტის" საწარმოსა და აქტივების შესყიდვის შესახებ. „თანხა გასულ პარასკევს უნდა გადაეხადათ, თუმცა, ჯერ არ გადაუხდიათ", - ამბობს წყარო. მისი ცნობით, კომპანიის გაყიდვას ფასილიტაცია საწარმოს ყოფილმა დირექტორმა კობა ნაყოფიამ გაუწია.
„ლიბერალის" კონფიდენციალური წყაროს ცნობით, სააქციო საზოგადოება „მადნეულის" და შპს „კვარიციტის" გაყიდვაზე რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, პოტენციური მყიდველი რუსული საინვესტიციო კომპანია NevaRus-ია, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას „მადნეულისა" და „კვარციტის" საწარმოსა და აქტივების შესყიდვის შესახებ. „თანხა გასულ პარასკევს უნდა გადაეხადათ, თუმცა, ჯერ არ გადაუხდიათ", - ამბობს წყარო. მისი ცნობით, კომპანიის გაყიდვას ფასილიტაცია საწარმოს ყოფილმა დირექტორმა კობა ნაყოფიამ გაუწია.
2012 წლის ზაფხულიდან, “მადნეულს” ახალი ინვესტორი ჰყავს ამავე თემაზე იყიდება თუ არა სააქციო საზოგადოება „მადნეული?“ ვინ აკონტროლებს ქართულ წიაღისეულ რესურსებს1 ანტირუსული რიტორიკა და რუსული ინვესტიციები ვინ იყიდა „მადნეული“ და „კვარიციტი“? ჯანმრთელობისთვის საშიში ოქრო 2004 წელს, მოსკოვში, კობა ნაყოფიას ოფისში, საქართველოდან ზარი გაისმა. ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, კახა ბენდუქიძე რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს საქართველოში ეპატიჟებოდა. „თავიდან კახა ბენდუქიძის მდივანი დამელაპარაკა. მითხრა, თბილისიდან, ეკონომიკის სამინისტროდან გირეკავთო. შემატყობინა, რომ მინისტრს ჩემთან საუბარი სურდა. ბენდუქიძემ მითხრა, რომ რაღაც საკითხებზე უნდოდა ჩემთან დალაპარაკება და კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ჩამოვიდოდი“, - ამბობს კობა ნაყოფია.
ქალაქ კაზრეთი ცნობილია თავისი მთის ნაღმები დაწყებულისაბჭოთა ეპოქაში. ისინი ამონაწერი აქ კი ძვირფასი ლითონის - ოქროს. გარდა ამისა, კაზრეთის , რომელიც შედის ბოლნისის მუნიციპალიტეტის , ასევემნიშვნელოვან სამეურნეო რეგიონში საქართველოსზომიერი კლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგი. შეგიძლიათ მოსავალს აქ ორჯერ და ზოგჯერ წელიწადში სამჯერ . თუმცა,სარგებლობა ამ მოსავლის ეჭვს იწვევს. დადანაშაული ის არის, მეზობელ ნაღმები,მფლობელები , რომლებიც არ არის ყოველთვის ძვირფასი , როგორც ამ ლითონების ისინი მოპოვების .მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი,მფლობელები ადგილობრივი კარიერების შეიცვალა ბევრჯერ. მაგალითად , 1995 წელს , ისინიავსტრალიის მეწარმეებს. 2007 წელს ისინი ( კარიერების ) შეძენილ იქნა რუსულმა კომპანია " სამრეწველო ინვესტორების ". ახლა კი,მფლობელიკაზრეთის კარიერების არის "კაპიტალ ჯგუფი". სს "მადნეულის" და შპს "კვარციტის" მუშაობენ აქ. ისინი ყიდულობენ"კაპიტალ ჯგუფი".