რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
$GLOBAL_HOME -$
ბოლო აქტივობა
მთავარი » ინფო კაზრეთზე
« 1 2 3 4 5 6 »
2014 წლის 14 თებერვალს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მადნის მომპოვებელი საწარმოს 500–მდე მუშა გაიფიცა. მათ რაიონის მოსახლეობაც შეუერთდა სოლიდარობის ნიშნად. მადნის მომპოვებელი კომპანია წლების განმავლობაში ეწევა დასაქმებულების უკიდურეს შრომით ექსპლოატაციას - მუშებს არ მიეწოდებათ უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო ინვენტარი და სპეც ტანსაცმელი. შესაბამისად, მათ წლებია უწევთ არაადამიანურ პირობებში მუშაობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მეტიც, 30 იანვარს, აღნიშნულმა კომპანიამ საწარმოში დასაქმებული 180 მუშა გაურკვეველი, არაადეკვატური და უსამართლო მიზეზით მასობრივად და დემონსტრაციულად გაათავისუფლა, რითაც დაამტიკაცა საკუთარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კაზრეთში მცხოვრები მოქალაეების მიმართ, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს, სწორედ აღნიშნული საწარმო წარმოადგენს. გაფიცული მუშები აყენებენ 4 ძირითად მოთხოვნას: 1. დააბრუნონ უსამართლოდ გათავსუფლებული მუშები სამუშაო ადგილებზე 2. ახალი კონტრაქტით დასაქმებულების ანაზღაურება გაორმაგდეს 3. კომპანიამ უზრუნველყოს ისინი შესაბამისი ინვენტარით მათი უსაფრთხო მუშაობისთვის 4. შემუშავდეს მუშათა ჯანმრთელობის ეფექტური სადაზღვევო სისტემა. ამგვარი სიტუაცია არ წარმოადგენს სიახლეს, ის პერმანენტულ ხასიათს ატარებს ზოგაგდად დასაქმებულ ადამიანთა ცხოვრებაში. სწორედ ანალოგიურ ჩაგვრასა და უსამართლობას განიცდიან ჭიათურაში მომუშავე მაღაროელები. გასული წლების განმავლობაში 250- მდე მუშის სიცოცხლე შეიწირა კერძო მეწარმეების, ინვესტორების და კორპორაციების ინტერესებმა. ეს არის კომპლექსური ხასიათის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას სახელმწიფოს და მოქალაქეების გაზიარებული პასუხისმგებლობითა და ორგანიზებული სოლიდარობით. ყოველ თქვენთაგანს მოგიწოდებთ მოხვიდეთ 17 თებერვალს 15 საათზე RMG GOLD-ის სათაო ოფისთან და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი გაფიცული მუშების მიმართ!
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში „არ-ემ-ჯი გოლდისა“ და „არ- ემ-ჯი კოპერის“ 300-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. საწარმო ამ დროისთვის პარალიზებულია. ოქროს საბადოს თანამშრომლების მოთხოვნები 30 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლებული 180-ზე მეტი ადამიანის სამსახურში უპირობო აღდგენა, ხელფასების მინიმუმ 40- პროცენტიანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მუშაობისას მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. რაც შეეხება ხელფასს, გაფიცულების თქმით, ანაზღაურება მინიმალურია და მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამება. აქციის მონაწილეებს დღეს დილით, 7 საათზე სხვა თანამშრომლები უნდა შეეცვალათ, თუმცა, ოქროს საბადოს ნაცვლად, ისინი კაზრეთში კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს არ დაუბრუნდებიან. თანამშრომელთა ის ნაწილი კი. რომელსაც საწარმოში მუშაობა არ შეუწყვეტია, ქარხნის გაჩერებას დაუშვებლად მიიჩნევს. საწარმოს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ რომ ფინანსური პრობლემების გამო ამ ეტაპზე გაფიცულთა ვერც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ მათ მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს ოქროს საბადოს პარალიზება და თანამშრომლები სამსახურის გარეშე არ დარჩნენ. საპროტესტო აქციას ორგანიზება პროფკავშირებმა გაუწიეს. საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მუშები მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. როგორც გაფიცულები ყვებიან, ხელმძღვანელობის მხრიდან მათზე რეგულარულად ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, საწარმოში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და მუშებს არ აქვთ სამუშაოს მშვიდად შესრულების საშუალება. გაფიცვა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უკვე გასულია წინასაგაფიცვო 21 დღიანი ვადა. სოლიდარობა გაფიცულ მუშებს!
ძეგლები კაზრეთის სამების ეკლესია - ამავე ხეობის მეორე მნიშვნელოვანი ძეგლი - სამების ეკლესია სოფ. კაზრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა 2 – 2,5 კმ მანძილზე ხშირტყიან ხევში. ამ ადგილს ძველად "ისპიანს" უწოდებდნენ. ამ ბოლო წლებში ახალ სამრეწველო ბაზაზე აღმოცენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კეთილმოწყობილი საავტომობილო გზაა გაყვანილი მაშავრის ხიდიდან. გზის ახალი მონაკვეთი ჩვენი ძეგლის ტერიტორიაზედაც გადის და შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთით მიემართება ბარიტის კარიერებისაკენ. მომსვლელს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება ძველ მოსახვევიდან ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული ნამონასტრალი.
გაფიცვა, ნინო ნატროშვილი ამავე თემაზე: "საყდრისის ოქროს მაღაროს" არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა კულტურის სამინისტროს 'ოქროს კვეთა' ინტერესთა კონფლიქტის ფონზე კომპანია „RMG Copper“-ის (ყოფილი სს "მადნეული") თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია. კომპანიის თანამშრომლები მენეჯმენტს ხელფასის ზრდას და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას სთხოვენ. გართობა, საინტერესო, მსოფლიო კომპანიის პრესსამსახურში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ 2013 წლის 13 ნოემბერს კომპანია „RMG Copper“-ის საბურღი დაზგის ოპერატორების ნაწილი არ გამოცხადდა ბოლნისში, სამუშაო ადგილებზე და კომპანიის ადმინისტრაციას 4 მოთხოვნა წაუყენა.
ვახტანგ დოლიძე (ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი) - კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი//ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ.4- 8 ქვემო ქართლის ერთი უმთავრეს ნაწილთაგანი დღევანდელი ბოლნისის რაიონი მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ნაირსახეობის ნაგებობებით. თვალსაჩინო ძეგლებითაა ცნობილი ეს რაიონი სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ბოლო წლებში საკვლევი მუშაობა ჩატარდა კაზრეთის ხეობაშიც, რომელიც მდინარე მაშავრის შუა წელშია, მის მარჯვენა ნაპირზე. არქეოლოგებმა კაზრეთის ველ - მინდვრებზე ძველი სამთო საქმისა და რკინის მეტალურგიის ნაშთები გამოავლინეს. გაითხარა რკინის მეტალურგიული ქურა-სახელოსნოს ნაშთები, რომელსაც განვითარებულ შუასაუკუნეებს XI - XIV სს. მიაკუთვნებენ (ექსპედიციების ხელმძღვანელი ი.გრძელიშვილი). მრეწველობის ოდესღაც მდიდარმა მხარემ უკანასკნელ წლებში ახალი ცხოვრება დაიწყო. აქ შენდება საქართველოს სამთამადნო მრეწველობის საწარმოთა კომპლექსი და ფერადი მეტალურგიის ქალაქი - მადნეული. გასულ, 1968 წ. გაიხსნა თბილის-მარნეულ-კაზრეთის მარშრუტით ელექტრომატარებლების რეგულარული მოძრაობა. მადნეულში დიდი სამუშაოები წარმოებს ბუნების სიმდიდრეთა კარიერების მოსამზადებლად. სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის აშენებისთანავე, მზად იქნება კარიერებიც და წიაღისეულ სიმდიდრეთა გადამუშავებასაც შეუდგებიან.
  2013 წლის 18 ოქტომბერს, 14 საათზე ქ. ბოლნისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობაში (სულხან საბას ქ. №106), მცირე დარბაზში გაიმართება შ.პ.ს. "RMG Gold”ის საყდრისის საბადოს წიაღისეულის რესურსების ათვისებისა (კარიერის) და მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.


ქვემო ქართლში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორებმა კაზრეთის #2 საჯარო სკოლაში კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს გააცნეს პროგრამის მეოთხე წლის სამოქმედო გეგმა, შეიმუშავეს მუშაობის კონკრეტული სქემა.
კლუბის წევრებმა მუშაობა დაიწყეს მცირე გრანტების კონკურსისათვის საპროექტო აპლიკაციებზე . შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბების 25 წევრი.