რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

,,ბოლნისის კორპუსი’’ – მუნიციპალიტეტში ახალი ააიპ შეიქმნა

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 30.01.2016 - 21:14
  • ნახვები : 219
  • რეიტინგი : 5.0 / 3
მასალა
,,ბოლნისის კორპუსი’’- ასე ჰქვია მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით შექმნილ ააიპ-ის, რომელიც კურირებას და მომსახურებას გაუწევს მაღალსართულიან კორპუსებს და დაახლოებით შვიდი ადამიანი დასაქმდება. სამსახურის ძირითადი ფუნქცია იქნება ბინათმესაკუთრეებთან სააგიტაციო და სამართლებრივი ხასიათის განმარტებითი მუშაობის წარმოება ამხანაგობების ჩამოსაყალიბებლად, სპეციალური კითხვარების შემუშავება, საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, მუნიციპალიტეტის საზოგადოების წევრთა და საინიციატივო ჯგუფების მოწვევა და ჩართვა, ადგილობრივი პრობლემატური საკითხების გადაჭრისთვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და შესრულებაში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად პროექტების შემუშავება და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. სამსახური დაბა კაზრეთში განთავსდება და დაახლოებით ერთ თვეში სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. ,,ეს მოდელი საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოლნისშიც შეგვექმნა სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მრავალბინიან კორპუსს გაუწევს მომსახურებას. ააიპ დაბა კაზრეთში განთავსდება, რომლის პირველი ამოცანაა იქ არსებული პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რასაც ბინათმესაკუთრეები შესთავაზებენ. მას შემდეგ, რაც სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს, შევიმუშავებთ კონკრეტულ პროგრამას. ყველა მიმართულებით შესასრულებელი საქმიანობა დაფინანსდება წილობრივი თანამონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობებს ექნებათ 5- 10 პროცენტის ფარგლებში მცხოვრებლებისგან წილობრივი თანადაფინანსების მოთხოვნის ვალდებულება, ანუ მხოლოდ მუნიციპალიტეტისგან არ მოხდება თანხის გაღება. ასეთი მიდგომა გაზრდის პასუხისმგებლობას იმ პროექტების შესრულებაში, რასაც ერთობლივად განვახორციელებთ. ვფიქრობ, ეს სამსახური იქნება წარმატებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მუშაობა იყოს ეფექტური,’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა. ვინ უხელმძღვანელებს ახლადშექმნილ სამსახურს ჯერჯერობით უცნობია.
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar