რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

20 უსახლკარო ოჯახისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისი აშენდა

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 26.12.2015 - 18:37
  • ნახვები : 166
  • რეიტინგი : 5.0 / 2
Скриншот игры
Скриншот игры
Скриншот игры
მასალა
20 უსახლკარო ოჯახისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისი აშენდა
ახალი სოციალური საცხოვრისი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ახალ მობინადრეებთან ერთად გახსნეს.
სტუმრებმა ბენეფიციარებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
დაბა კაზრეთში ყოფილი ადმინისტრაციის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, ჭერი, იატაკი და კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემა, კეთილმოეწყო ეზოს შიდა და გარე პერიმეტრი. ბინები პირველადი მოხმარების საგნებით აღიჭურვა. ასევე დამონტაჟდა გაზის გამათბობლები. მუნიციპალიტეტი ბენეფიციარებს ყოველთვიური ლიმიტირებული კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფს.
საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაბა კაზრეთის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მათ ფართით უზრუნველყოფასა და მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. საცხოვრისში შესასახლებელ 20 ოჯახს შორის აღნიშნული ოჯახებიც არიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 3 სოციალური საცხოვრისი ფუნქციონირებს, სადაც 38 ოჯახია განთავსებული.
ბენეფიციარებს მუნციპალიტეტმა ხელშეკრულებები გაუფორმა, სადაც გაწერილია საცხოვრისში ცხოვრების წესები .
,,დღეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მოგეხსენებათ, რომ ოფიციალურად გავხსენით სოციალური საცხოვრისი, სადაც შესახლდა 20 ოჯახი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და ამ მიმართულებით მომავალ წელსაც ვგეგმავთ გარკვეული აქტივობების განხორციელებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

მასალის წყარო
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar