რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

კომპანია „არემჯი“ აბულმუგის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 28.11.2015 - 23:31
  • ნახვები : 206
  • რეიტინგი : 5.0 / 4
მასალა
უკვე ერთი თვეა, კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, დმანისი-ბოლნისის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე X-XI სს. დათარიღებული აბულმუგის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს. რა მნიშვნელობის კულტურულ ძეგლთან გვაქვს საქმე, რა მდგომარეობაში იყო ეკლესია სამუშაოების დაწყების წინ და რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძრის სრულად აღსადგენად, ამ საკითხებზე რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი, კახაბერ ტრაპაიძე გვესაუბრა. – მოგეხსენებათ, აბულმუგის ტაძარი დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. ეს არის ტიპური დარბაზული ეკლესია, რომელსაც იმ პერიოდის საქართველოში ნაგები ტაძრების ყველა ძირითადი მახასიათებელი გააჩნია. გამომდინარე იმ საუკუნიდან, რომელშიც ტაძარი არის აგებული და გამომდინარე მისი მხატვრული ღირებულებიდან, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია, როგორც რეგიონისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. -ბატონო კახა, რა მდგომარეობაში იყო ტაძარი, როდესაც პირველად ნახეთ და რამდენად გადაუდებელი იყო მისი რეაბილიტაცია? – როდესაც ადგილზე ჩავედი, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში დამხვდა. მოგეხსენებათ, გარე ზემოქმედების ფაქტორები, როგორიც არის: წვიმა, თოვლი, ყინვა- ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობს ნაგებობის სტრუქტურის დაშლას. ასე იყო აღნიშნული ტაძრის შემთხვევაშიც, შეინიშნებოდა ბზარები, მთლიანად ჩამოშლილი იყო თაღი, დაზიანებული იყო საძირკველი… აქედან გამომდინარე, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება აუცილებელი და გადაუდებელი გახლდათ. -უფრო კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოებს მოიცავს რეაბილიტაციის პროექტი და როგორი იქნება ტაძრის საბოლოო სახე ? -აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „არემჯი“ აფინანსებს, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დაპროექტდა. პროექტი მოიცავს როგორც საინჟინრო-გამაგრებით სამუშაოებს, ასევე ტაძრის მხატვრული სახის აღდგენას. ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ტაძრის სრული შესწავლა, პროექტირება, გეოლოგიური შესწავლა და არქეოლოგიური დაზვერვა. ის პირველი ეტაპი, რომელიც აუცილებელი იყო პროექტის შესაქმნელად, უკვე დასრულებულია. უკვე ერთი თვეა აღნიშნული პროექტის საფუძველზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამ ეტაპს. ეს ეტაპებია: საინჟინრო-კონსოლიდაცია, ტაძრის ე.წ ტანის აღდგენა-რეაბილიტაცია და სახურავის ქვეშ ტაძრის მოქცევა. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დასრულების შემდეგ ტაძარში შესაძლებელი გახდება წირვა-ლოცვის ჩატარება, ანუ ტაძარი გახდება მოქმედი. მინდა აღვნიშნო, რომ აბულმუგის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის შექმნა და მისი განხორციელება არის კომპანია „არემჯის“ ინიციატივა და მიმდინარეობს კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით. რა როლი აქვს მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და რა სახის მონიტორინგს უწევს ის ადგილზე მიმდინარე ფიზიკურ სამუშაოებს. ამის შესახებ კომენტარი სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის საპროექტო სამსახურის ხელმძღვანელს, გია სოსანიძეს ვთხოვეთ. -აბულმუგის ეკლესიის პროექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თებერვალში კომპანია „არემჯისთან“ არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაიწყო. თავდაპირველად შევქმენით საპროექტო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა რესტავრატორების, კონსტრუქტორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან. მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ საკუთარი ხარჯებით შეადგინა რეაბილიტაციის პროექტი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი შეთანხმდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც სააგენტოს მიერ გაიცა ფიზიკური სამუშაოების ჩატარების ნებართვა. მას შემდეგ, რაც დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, სააგენტო ახორციელებს საავტორო ზედამხედველობას, რაც გულისხმობს სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას, კორექტირებას და ანგარიშის მომზადებას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს ყველა სტანდარტის დაცვით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ. მასალის წყარო
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar