რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

"ეკა კვესიტაძის განცხადება, თითქოს მობილიზება ვერ მასწრო კომპანიამ, არ შეესაბამება სიმართლეს"

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 28.02.2015 - 18:37
  • ნახვები : 132
  • რეიტინგი : 5.0 / 1
მასალა
კომპანია "არემჯი გოლდი" გადაცემა "აქცენტების" ავტორს ეკა კვესიტაძეს პასუხობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი ეკა კვესიტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ განაცხადა, თითქოს კითხვებზე პასუხისთვის მობილიზება ვერ მოახერხა, არ შეესაბამება სიმართლეს.

"2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებუული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უარის მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ მონაწილეობის მიღება იმ სიცრუეში, რომელსაც „განსხვავებული აქცენტების“ 28 თებერვლის გადაცემა წარმოადგენს და არა ის, რაც ეკა კვესიტაძემ განაცხადა დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში, თითქოს კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მობილიზება მის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად." - ნათქვამია "არემჯი გოლდის" განცხადებაში.

ცნობისათვის, დღეს "არემჯი გოლდის" თანამშრომლებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქცია გამართეს, ეკა კვესიტაძეს მარიონეტი ჟურნალისტი უწოდეს და მოითხოვეს გადაცემა ეთერში არ გადავიდეს. კომპანიის ამ აქციას უპასუხა "აქცენტების" ავტორმა ეკა კვესიტაძემ.
ტაგები : rmg
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar