რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 15.01.2015 - 14:34
  • ნახვები : 138
  • რეიტინგი : 5.0 / 1
მასალა
დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, შენობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, რომელიც კაზრეთის პირველ მიკრორაიონში მდებარეობს და დაახლოებით 900 კვ მეტრ ფართობს მოიცავს. შენობის აშენების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.

„რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და მოსახლეობა ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებს. ამავე ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაბის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი იქნება, დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. ცენტრის მშენებლობის პროექტი მთლიანად დაფინანსებულია სამინისტროს მიერ, გარე პერიმეტრის მოწყობას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტის პარტნიორები არიან: საპილოტე მუნიციპალიტეტები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული არქივი, სოციალური მომსახურების სააგენტო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალური სერვისები სოფლის მოსახლეობისათვის „საზოგადოებრივი ცენტრების“ მეშვეობით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები –

ადგილობრივი თვითმმართველობების ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (საზოგადოებრივი ცენტრების აშენება, კეთილმოწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა)
თვითმმართვეობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების სერვისების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის „საზოგადოებრივი ცენტრებში“ დასაქმებული მომზადებული პერსონალის მეშვეობით
მუნიციპალური და მოთხოვნად კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის „საზოგადოებრივი ცენტრების“ მეშვეობით
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება, მომსახურებათა მიწოდების ფორმების გაუმჯობესება (მათზე სოფლად ხელმისაწვდომობის გაზრდით) და „საზოგადოებრივ ცენტრებში“ მომსახურე პერსონალის გადამზადება დელეგირებული სერვისების გაცემის მიზნით
სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების, გამოფენების და ტრენინგების ჩატარება
პროექტის ფარგლებში აშენდება 6 საზოგადოებრივი ცენტრი, მოხდება მათი განვითარება და სრული აღჭურვა პროექტის მიზნების შესაბამისად შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახმეტა სოფ. ყვარელწყალი, ქობულეთი სოფ. მუხაესტატე, გორი სოფ. მეჯვრისხევი, წყალტუბო სოფ. გეგუთი, გურჯაანი სოფ. კაჭრეთი, საჩხერე სოფ. კორბოული.
პროექტის განხორციელების შედეგად საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელი იქნება წინასწარ განსაზღვრული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სოც. მომსახურების სააგენტოსა და ეროვნული არქივის სერვისების მიღება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემა/განვითარებას.
საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებული იქნება გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოფისი და გამოიყოფა სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად. მოქალაქეთათვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა, ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები.
საზოგადოებრივ ცენტრებს ეკისრება ახალი მედიუმის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. აღსანიშნავია, რომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს ექნება საშუალება, რომ ცენტრები გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ, გააცნონ მათ ახალი სერვისები, საკანონმდებლო ცვლილებები და საინტერესო პროექტები, ჩაატარონ ტრენინგები და სემინარები მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ამ სახის კომუნიკაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით მათ ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

წყარო
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar