რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

„სოლიდარობა კაზრეთელ მუშებს!“- აქცია გაფიცული მუშების მხარდსაჭერად

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 23.02.2014 - 21:41
  • ნახვები : 218
  • რეიტინგი : 5.0 / 1
Скриншот игры
Скриншот игры
Скриншот игры
მასალა
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, მადნის მომპოვებელი საწარმოს, RMG COPPER-ისა და RMG GOLD-ის გაფიცული მუშების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს კაზრეთიდან ჩამოსული მუშები შეუერთდნენ. „არა შრომით ექსპლუატაციას“, „სოლიდარობა კაზრეთელ მუშებს“, „მუშა და არა მონა“,- წაიკითხავდით აქციის მონაწილეთა პლაკატებზე. 2013 წლის 30 იანვარს, საწარმოში დასაქმებულ 184 მუშას სამუშაო კონტრაქტი შეუწყდა. 14 თებერვალს საწარმოს 500-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცული მუშების თქმით, მათ აუტანელ პირობებში უხდებათ მუშაობა, სანაცვლოდ კი მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ. მიუხედავად ჯანმრთელობისათვის საშიში შრომითი პირობებისა, არ აქვთ სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტი, არც გამართული ინვენტარით არიან უზრუნველყოფილი. გიორგი აზარაშვილი აქციაზე დასასწრებად კაზრეთიდან სხვა გაფიცულ მუშებთან ერთად ჩამოვიდა. იგი ერთ-ერთია იმ 184 მუშათაგან, რომელიც 30 იანვარს RMG COPPER-მა სამსახურიდან გაათავისუფლა. 4 თებერვლამდე შვებულება ჰქონდა აღებული, თუმცა კომპანიისგან მიიღო წერილი, რომელშიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ატყობინებდნენ. ის კომპანიაში ზეინკალად მუშაობდა. მისი თქმით, მუშების მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წარემართათ, უშედეგო აღმოჩნდა,- „არანაირ კომპრომისზე არ მოდიან, პირიქით, გვაღიზიანებენ. წერილში ეწერა, რომ შრომითი ხელშეკრულება 37-ე მუხლის „ა“ პუნქტით შეგვიწყდა, რაც რეორგანიზაციასა და ეკონომიკრ კრიზისს გულისხმობს. ეს ტყუილია, ჯერ კიდევ 5 დღის წინ გაფიცვამდე, როცა შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელობას, მაშინ არანაირ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა.“ გიორგი აზარაშვილი ამბობს, რომ მუშებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ, -უპირველეს ყოვლისა, უსამართლოდ განთავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნება და მათთვის ხელფასების მომატება. გარდა ამისა, გაფიცული მუშები მოითხოვენ, რომ კომპანიამ შესაბამისი ინვენტარის მიწოდებით მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეფექტური სადაზღვევო სისტემა შემუშავდეს. ჯანმრთელობის დაზღვევას აქციის მონაწილე მუშები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ. იმის გამო, რომ ყოველდღიურად მომწამლავ ნივთიერებებთან უწევთ შეხება, მათი თქმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა აწუხებთ, არსებული სადაზღვევო პაკეტი კი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მინიმუმსაც კი ვერ უზრუნველყოფს. დალი მამულაშვილი RMG COPPER-ში ქიმიური ლაბორატორიის ლაბორანტად მუშაობდა. მისი თქმით, კომპანიამ თანამშრომლები, უსამართლოდ გაათავისუფლა, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით მუშების განსხვავებულ შეხედულებას ასახელებს, - „ჩვენ ვართ მკვიდრი ბალიჭელები, იქვეა ყაჩაღიანის მაღარო. იმის გამო, რომ ჩვენ გარემოს ვიცავთ, იმის გამო, რომ ჩვენ პირობების გაუმჯობესება მოვითხოვეთ, სამუშაო კონტრაქტი გაგვიუქმეს. თვალებს გვიხვევენ, თვითონ მილიონებს შოულობენ ჩვენი შრომით, 14 საათი გვამუშავებენ, სანაცვლოდ კი ჩვენს ნამუშევარ ხელფასსაც კი არ გვაძლევენ.“ აქცია სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების წევრი გიორგი გაბელია გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს - „სოციალ-დემოკრატების ახალგაზრდული ფრთა, სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ კაზრეთელ მუშებს, რომლებიც სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ ჩვენც ვიყავით კაზრეთში, გავეცანით იქ არსებულ სიტუაციას და ვთხოვეთ, რომ საწარმოს თბილისის ოფისთან გაგვემართა აქცია.“ აქციის მონაწილეებმა ტატიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც საწარმოს ოფისი ეგულებოდათ, რათა კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ და მათთვის გაფიცული მუშების მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ. თუმცა, ადგილზე გაირკვა, რომ კომპანიამ აღნიშნული მისამართი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. აქციის მონაწილეთა თქმით, მითითებული ინფორმაცია კომპანიის ახალი მისამართის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღნიშნულ მისამართზე კომპანიის შენობა უბრალოდ არ არსებობს. აქციას ადამიანის უფლებების საწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უფლებები და ზოგადად შრომის უფლების სათანადოდ დაცვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს. სახელმწიფომ და საზოგადოებამ კი დასაქმებულთა მძიმე შრომითი პირობები უნდა აღიაროს და დაინახოს, როგორც პრობლემა,- „ კაზრეთის შემთხვევა არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ პირობებში უწევთ მუშაობა დასაქმებულებს. სახელმწიფოს უუნარობა, დაადგინოს სათანადო სტანდარტები და შემდეგ აკონტროლოს მათი შესრულება დამსაქმებლების მხრიდან, სისტემურ და მასშტაბურ პრობლემას წარმოადგენს. ეს აქცია აჩვენებს, რომ ამ უუნარობას აპროტესტებენ არა მხოლოდ მუშები, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ის, არამედ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც სოლიდარულნი არიან და უერთდებიან დასაქმებულების სრულიად სამართლიან მოთხოვნას.“ „მედია გააშუქე სოციალური უსამართლობა“, „მოვითხოვთ პირდაპირ ეთერს“,- ბოლოს ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ხალხი აფინანსდებს, შესაბამისად ის ვალდებულია ემსახუროს ხალხს, გააშუქოს საზოგადოების პრობლემები. „მოგიწოდებთ, ჩამოდით და გააშუქეთ ობიექტურად. სად სჩანს ამ ტელევიზიაში ადამიანების პრობლემები, მათი შრომითი უფლებების უგულებელყოფა? ჩვენ მოვითხოვთ, რომ გააშუქოთ ის პრობლემები, რაც ჩვენ, თქვენ და მთელ საზოგადოებას აქვს“,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. კაზრეთიდან ჩამოსული მუშა, რეზო ყიფიანი, რომელმაც სამუშაო დაკარგა, ამბობს, რომ მანამ არ შეწყვეტენ გაფიცვას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,- „რადგან არ მოდიან მოლაპარაკებებზე, ჩვენ ვითხოვთ ტელედებატებს. პირდაპირ ეთერში მთელმა ქვეყანამ გაიგოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განსხვავებული აზრი, ვითხოვდით ხელფასების მომატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, მათ ყურადღება არ მოგვაქციეს და სამსახურებიდან გაგვათავისუფლეს. ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, თუ არ მოდიან მოლაპარაკებებზე, დაგვისხდნენ ტელედებატებზე და იქ გაგვცენ პასუხი.“ აქცია სახანძრო სამსახურის შენობასთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეები გაფიცულ, მოშიმშილე მეხანძრეებს შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar