რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

კაზრეთის სამების ეკლესია

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 19.02.2014 - 23:20
  • ნახვები : 131
  • რეიტინგი : 5.0 / 1
მასალა
ძეგლები კაზრეთის სამების ეკლესია - ამავე ხეობის მეორე მნიშვნელოვანი ძეგლი - სამების ეკლესია სოფ. კაზრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა 2 – 2,5 კმ მანძილზე ხშირტყიან ხევში. ამ ადგილს ძველად "ისპიანს" უწოდებდნენ. ამ ბოლო წლებში ახალ სამრეწველო ბაზაზე აღმოცენებულ მშენებლობასთან დაკავშირებით კეთილმოწყობილი საავტომობილო გზაა გაყვანილი მაშავრის ხიდიდან. გზის ახალი მონაკვეთი ჩვენი ძეგლის ტერიტორიაზედაც გადის და შემდეგ სამხრეთ - აღმოსავლეთით მიემართება ბარიტის კარიერებისაკენ. მომსვლელს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება ძველ მოსახვევიდან ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული ნამონასტრალი. იგი გაშენებულია მთის ფერდობზე, მდ.მაშავრის შენაკადის - პატარა მდინარე "კაზრეთის წყლის" მარჯვენა ნაპირზე, რომელიც ხრამისკენ ეშვება ტერასებად. ძეგლთან მისადგომი ჩრდილო-დასავლეთითაა, საითკენაც კუთხის ბურჯებით გაძლიერებული დიდგალავნის შესასვლელია წინ წამოწეული. გალავანში მოქცეულია შუა ადგილზე დიდი ზომის დარბაზული ეკლესია, მისგან ჩრდილოეთით თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე სატრაპეზოს ნანგრევებია, ხოლო ეკლესიის სამხრეთით - საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი (ახლა გზის გაფართოების შედეგად მიწაყრილის ქვეშაა მოქცეული 1963 წლიდან). მცენარეულობით დაბურულ ადგილებში - სატრაპეზოს სამხრეთ - აღმოსავლეთით, გზის გადაღმა და საცხოვრებელი ნაგებობის ახლოს, რაღაც სადგომთა კედლის ცალკეული მონაკვეთებია შესამჩნევი. როგორც შემორჩენილი ობიექტების ნაშთი მოწმობს, აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო დასახლება უნდა ყოფილიყო. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა 1956 წ. კაზრეთის კომპლექსის ნაწილობრივი გასუფთავება. შემოწმენდილი იქნა გარედან და შიგნით ეკლესია, რომელიც ცოკოლიდან მეტრზე მეტ სიმაღლეზე იყო ჩამალული მიწაში. ამასთანავე გამომზეურდა სამხრეთის გვიანდელი მინაშენი და საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთი. გასუფთავებამ გამოავლინა აგრეთვე ეკლესიის ჩამოქცეული სამხრეთის ფასადის მორთულობის ფრაგმენტები. მაშინვე ჩატარდა კომპლექსის ხუროთმოძღვრული აზომვა, რომელიც შეასრულეს სარესტავრაციო სახელოსნოს არქიტექტორებმა - ა.გოგელიამ, გ.ჭეიშვილმა და გ.ჯაფარიძემ. (+) ჩვენამდე რეალურად შემორჩენილ ობიექტებს შორის გაცილებით უკეთესადაა შემონახული ეკლესია, დანარჩენები კი ნანგრევებადაა ქცეული. თავის ადგილმდებარეობითა და მხატვრული გადაწყვეტით სამების ეკლესია მთელი კომპლექსის ხუროთმოძღვრული დომინანტია, რომელიც მხოლოდ ახლოს მისვლისას წარმოუდგება მნახველს ჯერ გალავნის გასასვლელის ფარგლებში, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის კუთხით მთლიანად. მაღალი, უგუმბათო ეკლესია თავისი ხალისიანი ფერადოვნებით, ფაქიზად დამუშავებული ქვის წყობის ხასიათით, მდიდრული დეკორის კომპოზიციებით, პირველ ნახვისთანავე უეჭველს ხდის, რომ ეს ძეგლი შექმნილია ქართული არქიტექტურის მეორე აყვავების ხანაში, რომელიც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს განმტკიცებისა და სიძლიერის ეპოქას ემთხვევა. ნაგებობა წარმოადგენს დიდი ზომის ცალნავიანი ტიპის ეკლესიას, რომელსაც სხვადასხვადროინდელი მინაშენების ნაშთიც შემორჩა ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. თვით ეკლესიის გეგმა წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრით შემოფარგლული ძალიან ღრმა აფსიდი და პორტალებით შემკული ორი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით და დასავლეთით. მათ შორის მთავარია ჩრდილოეთისა. მთავარი შესასვლელის მოწყობა ჩრდილოეთ კედელში და არა ტრადიციულად სამხრეთ მხარეს ძალიან იშვიათია ქართული ხუროთმოძღვრების, როგორც გუმბათოვანი, ასევე (უფრო იშვიათად) ცალნავიანი ტიპის ეკლესიებში. ასეთი გადაწყვეტა ყოველ ცალკე შემთხვევაში ადგილობრივი მიზეზებით უნდა აიხსნას ხოლმე. კაზრეთის ეკლესიასთან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილო - დასავლეთიდანაა. (+) ამდენად აქაც ჩრდილოეთ შესასვლელის მოწყობა სავსებით ლოგიკური, პრაქტიკული საჭიროებით იყო ნაკარნახევი. გეგმის მეორე თავისებურება იმაშია, რომ აქ ახლებურადაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ნაწილი - აფსიდის კედელში ორი გვერდითი სადგომის ნაცვლად მოწყობილია - ერთი, ჩრდილოეთის მხარეს. ამასთანავე, სამხრეთით, აფსიდის კედელში დატოვებული ცრუ კარი წარმოგვიდგება, როგორც წინამავალ ეპოქაში ჩამოყალიბებულ სამნაწილედი საკურთხევლის (მაგ. ახლომდებარე სათხის) რუდიმენტული გადმონაშთი. შენობის ინტერიერს არ მოუღწევია ჩვენამდე თავისი თავდაპირველი სახით, ჩამონგრეულია კამარა და სამხრეთის კედელი. დასავლეთის კედელი გაძლიერებულია დამატებათი კედლიც წყობით მთელ სიმაღლეზე. ინტერიერის შემორჩენილი უდიდესი ნაწილი მაინც საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა ნაგებობის შინაგანი სივრცის გადაწყვეტაზე. საზეიმო, წარმოსადეგი შთაბეჭდილება იქმნებოდა არა მარტო ძლიერი, სამსაფეხურიანი პილასტრების ატყორცნილობითა და ნავის საერთო აზიდული ფორმებით, არამედ განსაკუთრებით მისი კედლების მოხატულობითაც, რომლისგან აფსიდში შემორჩენილია ინტენსიურ ულტრამარინის ფონზე გაშლილი ეკლესიის მამათა მწკრივი პირველ რეგისტრში. მეორე რეგისტრში ჟღერად, მკაფიო ტონებშია გამოსახული მოციქულთა მოძრავი ფიგურები. მათი წაგრძელებული გამოსახულებანი შეთანხმებული და ორგანულად შერწყმულია შინაგან სივრცის პროპორციებთან და არქიტექტურასთან. დამახასიათებელია ფიგურების განლაგებაში წონასწორობა და მთელი კომპოზიციის შეკავშირება რიტმული მოძრაობით სიმეტრიის ღერძისაკენ, რომელზედაც ზემოთ კონქში, სუსტი კვალის მიხედვით, ალბათ ღვთისმშობელი იყო გამოსახული, ხოლო სარკმლის ქვემოთ - ქრისტეა ჯვარული შარავანდედით. თვით სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია წმინდანები - კოზმან და დამიანე. ეკლესია მთლიანად იყო მოხატული, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩრდილო კედელზე აქა-იქ უმნიშვნელო კვალი და შესასვლელების თაღზე ორნამენტული მოტივები გაირჩევა. (+) ინტერიერის მსგავსი გადაწყვეტის დროს, როდესაც იმთავითვეა გათვალისწინებული მოხატულობა, ხუროთმოძღვრულ ელემენტების მნიშვნელობა თვით სივრცის გაფორმებაში მცირდება. ამიტომ ხუროთმოძღვრის მხატვრულ ჩანაფიქრში უპირატესი მნიშვნელობა ნაგებობის გარეგან სახეს ენიჭება. ასეა კაზრეთის ძეგლშიც; ფაქიზად გათლილი ქვის სამოსელის ზოგადი მოყვითალო ელფერი და მასთან დაპირისპირებული ბაცი მომწვანო ზოლი წყობის ქვემოთა რიგში ჟღერადი ფერადოვანი ლაქებივით ავსებს ძეგლის ცხოველხატულ გარემოცვას. ფასადები მდიდრულადაა მორთული სარკმლების დეკორატიული მოჩარჩოებით, შეწყვილებულ სარკმლებს შორის მოთავსებული ჯვრით, მოჩუქურთმებული კარნიზით; შესასვლელები რთულ პროფილიანი მოჩუქურთმებული პორტალებითაა ხაზგასმული. პორტალებსა და სარკმლების აგებულებაში დაცულია ის დამახასიათებელი ნიშნები, რომელნიც ფასადების გაფორმების ზოგად პრინციპთან ერთად კაზრეთის ძეგლს XIII სპირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებას უკავშირებენ. როგორც პორტალების შეპირისპირება კოჯრის, კაბენისა და ახტალის; (XIII ს. პირვ. მეოთხედი), ასევე ორნამენტული რეპერტუარის სტილისტიკური ნიშნები გვიჩვენებენ, რომ კაზრეთის ეკლესიის აგების დრო XIII ს. პირველი მეოთხედით შეიძლება შემოიფარგლოს. კაზრეთის ხეობის ორივე ძეგლის - სათხისა და კაზრეთის სამების ეკლესიების მნიშვნელობა ამ ხეობის კულტურულ -ისტორიული საკითხებისათვისაც უეჭველად თვალსაჩინოა. მათი დაცვისათვის დროა შესაფერისი ღონისძიებების ჩატარება ნაგებობის გადასარჩენად შემდგომი ნგრევისაგან.
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar