რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

კომპანია „RMG Copper“-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 21.11.2013 - 16:59
  • ნახვები : 344
  • რეიტინგი : 5.0 / 1
მასალა
გაფიცვა, ნინო ნატროშვილი ამავე თემაზე: "საყდრისის ოქროს მაღაროს" არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა კულტურის სამინისტროს 'ოქროს კვეთა' ინტერესთა კონფლიქტის ფონზე კომპანია „RMG Copper“-ის (ყოფილი სს "მადნეული") თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია. კომპანიის თანამშრომლები მენეჯმენტს ხელფასის ზრდას და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას სთხოვენ. გართობა, საინტერესო, მსოფლიო კომპანიის პრესსამსახურში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ 2013 წლის 13 ნოემბერს კომპანია „RMG Copper“-ის საბურღი დაზგის ოპერატორების ნაწილი არ გამოცხადდა ბოლნისში, სამუშაო ადგილებზე და კომპანიის ადმინისტრაციას 4 მოთხოვნა წაუყენა. "მუშები ითხოვენ ხელფასის 100%-ით გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მომსახურების გაფართოებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უკანონო გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას. თანამშრომელთა ამგვარმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი საწარმოო უბნის პარალიზება. მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის შეთავაზებისა, მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა წარმოქმნილი პრობლემა, ამავე ჯგუფმა, დესტრუქციული გზით, დაიყოლია ექსკავატორის ოპერატორები, რათა ისინიც არ გამოცხადებულიყვნენ სამუშაო უბანზე. ბურღვის ოპერატორების ხელფასი შეადგენს 937 ლარს, ხოლო ექსკავატორების ოპერატორებისა- 1063 ლარს. კომპანიაში არასოდეს ყოფილა ხელფასის დაგვიანების ან შემცირების არც ერთი შემთხვევა. ეს თანამშრომლები თვეში მუშაობენ მხოლოდ 16 დღე და სარგებლობენ 40-დღიანი ანაზღაურებული შვებულებით. თითოეულ მათგანს გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ხშირად კომპანიაში ერთი ოჯახიდან დასაქმებულია რამდენიმე ადამიანი, რაც ოჯახის შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის", –აცხადებენ კომპანიის პრესსამსახუში. „RMG Copper“-ის და კომპანიის თანამშრომლების შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც კომპანიაში "ნეტგაზეთს" განუცხადეს, თანამშრომლები მოთხოვნებს არ ცვლიან, ხოლო ფინანსური საკითხის განხილვა და გადაწყვეტა მხოლოდ აქციონერთა კრებაზეა შესაძლებელი. „RMG Copper“-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები დღეს, 12 საათზე, კომპანიის სათაო ოფისში საგანგებო ბრიფინგს მართავენ და შექმნილი პრობლემის დეტალებზე ისაუბრებენ.
ტაგები : ტაგები არ ქავს მითითებული  
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar