რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...

ქართული განძი

  • კატეგორია : ინფო კაზრეთზე
  • დამატებულია : 29.10.2013 - 16:46
  • ნახვები : 292
  • რეიტინგი : 5.0 / 1
მასალა

ხშირად უთქვამთ, „მედალს ორი მხარე აქვს"-ო. ეს კიდევ უფრო შესაბამისია ს.ს. „მადნეულზე" აჯიტირებული ავ-კარგიანობის თემათა კრებულისა, რომლის ‘სისავსე’ ინტერნეტ სივრცეში თუ არა, აუცილებლად TV არქივებში მაინც მოიძებნება. უამრავი სიუჯეტი და საგაზეთო მასალა მომზადებულა ე.წ. ქართული განძის შესახებ. ბევრისთვის ეს საქართველოს საიმედო მომავალია. ზოგთათვის კი ეკოლოგიურად დალაქავებული მიდამო, „სადაც ბაყაყებიც კი არ ყიყინებენ". მოკლედ, როგორც იტყვიან, ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია.
"აქ ბევრი მოდის და ამბობს: ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მაგრამ ისინიც მხოლოდ ფულს იღებენ და გარბიან. არავინ არაფერს აკეთებს, არავის ადარდებს, რომ შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ. ჩვენ განწირულნი ვართ”. – ამ სიტყვებს თითქმის ყოველი ბოლნისელ-კაზრეთელი მუდამ იმეორებს. იცით რატომ?…
სამხრეთ საქართველოში (ქვემო ქართლი) ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 80 კმ. დაშორებით კაზრეთის ხეობა მდებარეობს. ეს ის ხეობაა, რომელიც დღევანდელ საქართველოში თავისი მადანით ბრწყინავს. არადა, არც ნაკლები ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ მხარეს. სწორედ აქაა განთავსებული ის არქიტექტურილი ძეგლები, რომლებსაც ბუჩურაულის (7-9 სს.), სამების (13 ს), სათხის ( 10-11სს) და სამტრედოს (17ს.) ეკლესიებს უწოდებენ. თურმე, მეფე ერეკლეს 17-ე საუკუნეში, სოფელ ფოლადაურში მეტელურგიული საქმიანობა აღუდგენია, სადაც საბრძოლო იარაღი, ფული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დაუმზადებიათ. დ. კაზრეთი (მადნეული) ქალაქის ტიპის დასახლებაა, რომელიც დედაქალაქთან დაკავშირებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალით, აგრეთვე რკინიგზით.
მადნეულის საბადოს სერიოზული გეოლოგიურ- საძიებო სამუშაოები გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო, რომ 1970 წელს ამუშავებულიყო „მადნეულის" მაღარო. ხოლო, 1994 წლიდან დაფუძნებულიყო უკვე ს.ს. „მადნეული". 2005 წლის ნოემბერში ბრიტანულ-რუსულმა კორპორაციამ "სტანტონ ექვიტი” და სუბსიდირებულმა რუსულმა ინვესტ ჯგუფმა გაიმარჯვა ტენდერში მადნეულის 97,25 პროცენტიანი წილის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. კომბინატის პროდუქცია საექსპორტოა. მას არ მოიხმარენ ადგილობრივი წარმოებები.
კომუნისტური რეჯიმის დასრულების შემდეგ, იქაურები ხშირად აღნიშნავდნენ იმ საბჭოთა პერიოდის შესახებ, როდესაც სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მიერ მოპოვებული მადანი მოსკოვის „გემრიელ ლუკმად" იქცეოდა ხოლმე. ეს არ არის რეპლიკა „მაგრობის" ნიშნად. უბრალოდ, ეს შენიშვნაა იმ დუხჭირი ცხოვრების ფონზე, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ და ოქრო-ვერცხლით ნარევ მიწაზე მოსიარულე ტიპიური კაზრეთელი განიცდის…

  • ხშირად ისიც უთქვამთ, „კაცი იმედითაო"!

ტაგები : მადნეული
სპონსორი
რეკლამის ადგილი თავისუფალია
კომენტარი: 0
დატოვე კომენტარი
avatar