რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
$GLOBAL_HOME -$
ბოლო აქტივობა
მთავარი » ინფო კაზრეთზე
1 2 3 4 5 6 »
20წლის მარიამ სელიმაშვილს აქვს ლეიკემია მესამე სტადიაში ძალიან სჭირდება თითოეული ადამიანის დახმარება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავეხმაროთ მარიამს... ყველას ძალიან გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი და ვისაც რამდენის საშუალება გაქვთ ჩარიცხოთ მის ანგარიშზე, მისთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ყოველივე,ძალიან გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ მარიამის ამბავი და დავუდგეთ გვერდით
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით. სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგები ჩატარდება დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში. მსურველებმა რეგისტრაცია უნდაგაიარონ მითითებულ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კონცერტი დაბის კულტურის სახლში ჩაატარა, მან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები გააჟღერა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. სოლო კონცერტს მომღერლის პატარა მეგობარი სოფიო მაისურაძე ალამაზებდა. სიმღერებით მოხიბლულმა პატარა მაყურებლებმა დარბაზი დატოვეს და სცენაზე გადაინაცვლეს, ეს კი კონცერტის ერთ-ერთი ლამაზი და შთამბეჭდავი მომენტი იყო. ბოლნისი მეთორმეტე მუნიციპალიტეტია, სადაც ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტი ტურნეს ფარგლებში გამართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი-ხუჯაძის კლინიკის“ ერთობლივი ინიციატივით დაბა კაზრეთში უფასო ამბულატორიული კონსულტაციები და კვლევები ჩატარდება, რომელიც მოიცავს ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობას. კონსულტაციას გაწევენ ექიმები: ბეჟან ხელაშვილი, თათია ზარნაძე და გაგა ყულიაშვილი. აგრეთვე ენდოკრინოლოგი ლია თეთრაძე და ექოსკოპირტი ნატო ღეჩუაშვილი. გასინჯვა-გამოკვლევები ჩატარდება დაბა კაზრეთის საავადმყოფოში 2 ივლისს 10 საათიდან.
„არემჯიმ“ კაზრეთის რაგბის გუნდ „ყოჩებს“ საჩუქრად სავარჯიშო ბალიშები და ბურთები გადასცა. კომპანიამ ყოველთვიურ დაფინანსებასთან ერთად მათ დამატებით საჭიროებებზე მას შემდეგ იზრუნა, რაც კაზრეთის მორაგბეთა გუნდის მწვრთვნელმა შოთა მაღრაძემ აღნიშნულ სპორტულ ინვენტართან დაკავშირებით კომპანიას თხოვნით მიმართა. შოთა მაღრაძე (კაზრეთის „ყოჩების“ მწვრთვნელი) – „არემჯიმ“ საჩუქრად ხუთი სავარჯიშო ბალიში და ექვსი ბურთი შეგვიძინა რაც ყოველდღიური ვარჯიშებისთვის გვესაჭიროებოდა. სანაკრებოდ გამოგვადგება ეს ბალიშები, რაც კაზრეთის ყოჩებისთვის წარმატების საწინდარი იქნება. ვარჯიშის დროს უკვე ვიყენებთ ამ ბალიშებს. ბავშვებმა გამოასწორეს დაჯახება, შერკინება და ფაქტიურად ეს მათ თამაშზეც აისახა. თბილისის „ჯიქები“ ჩვენს სტადიონზე 26:5 დავამარცხეთ. ამ წელს პირველად დავიწყეთ თამაში საქართველოს B ლიგაში, უკვე მეხუთე ადგილზე ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. სექტემბერში იწყება სანაკრებო შეკრება და გვაქვს იმედი, რომ რამოდენიმე სპორტსმენს გამოიძახებენ. ასეთი სავარჯიშო ბალიშები ბევრ გუნდს არ აქვს, მაგრამ კაზრეთელი მორაგბეები „არემჯის“ დამსახურებით ამით ვარჯიშობენ!“ ამ წლის სეზონზე, კაზრეთის რაგბის გუნდი, პირველად მონაწილეობს საქართველოს B ლიგაში და უკვე მყარად ინარჩუნებს მეხუთე პოზიციას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გიწვევთ მომღერალ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე. კონცერტი გაიმართება 21 ივნისს დაბა კაზრეთის კულტურის სახლში. დასაწყისი 18 საათი, ბილეთის ფასი 5 ლარი.
მდინარე მაშავერაზე გადასასვლელ სამანქანო ხიდს სარემონტო სამუშაოები უტარდება. კეთდება საფეხმავლო ბილიკი, დამცავი ჯებირები, გამაგრდება და შეიღებება მოაჯირეები. სამუშაოები ოთხ მარტს დაიწყო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთადერთი ხიდი, რომლითაც დაბის მოსახლეობა გადაადგილდება, დაზიანებული იყო, ფეხითმოსიარულეებს სამანქანო გზაზე უწევდათ სიარული, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
,,არემჯი’’აგრძელებს დაბა კაზრეთში ფეხბურთისა და მორაგბეთა გუნდების მხარდაჭერას. კომპანია მეორე წელია სპორტულ გუნდებს ყოველთვიურად აფინანსებას. კაზრეთის ,,ყოჩებში’’ დაახლოებით 60 ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა ნაწილიც წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის B ლიგაში, როგორც მწვრთნელი შოთა მაღრაძე აღნიშნავს აქვთ იმედი რომ მომავალშიც ბევრ გამარჯვებას მოიპოვებენ.
,,ბოლნისის კორპუსი’’- ასე ჰქვია მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით შექმნილ ააიპ-ის, რომელიც კურირებას და მომსახურებას გაუწევს მაღალსართულიან კორპუსებს და დაახლოებით შვიდი ადამიანი დასაქმდება. სამსახურის ძირითადი ფუნქცია იქნება ბინათმესაკუთრეებთან სააგიტაციო და სამართლებრივი ხასიათის განმარტებითი მუშაობის წარმოება ამხანაგობების ჩამოსაყალიბებლად, სპეციალური კითხვარების შემუშავება, საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, მუნიციპალიტეტის საზოგადოების წევრთა და საინიციატივო ჯგუფების მოწვევა და ჩართვა, ადგილობრივი პრობლემატური საკითხების გადაჭრისთვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და შესრულებაში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად პროექტების შემუშავება და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. სამსახური დაბა კაზრეთში განთავსდება და დაახლოებით ერთ თვეში სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. ,,ეს მოდელი საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოლნისშიც შეგვექმნა სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მრავალბინიან კორპუსს გაუწევს მომსახურებას. ააიპ დაბა კაზრეთში განთავსდება, რომლის პირველი ამოცანაა იქ არსებული პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რასაც ბინათმესაკუთრეები შესთავაზებენ. მას შემდეგ, რაც სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს, შევიმუშავებთ კონკრეტულ პროგრამას. ყველა მიმართულებით შესასრულებელი საქმიანობა დაფინანსდება წილობრივი თანამონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობებს ექნებათ 5- 10 პროცენტის ფარგლებში მცხოვრებლებისგან წილობრივი თანადაფინანსების მოთხოვნის ვალდებულება, ანუ მხოლოდ მუნიციპალიტეტისგან არ მოხდება თანხის გაღება. ასეთი მიდგომა გაზრდის პასუხისმგებლობას იმ პროექტების შესრულებაში, რასაც ერთობლივად განვახორციელებთ. ვფიქრობ, ეს სამსახური იქნება წარმატებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მუშაობა იყოს ეფექტური,’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა. ვინ უხელმძღვანელებს ახლადშექმნილ სამსახურს ჯერჯერობით უცნობია.
დაბა კაზრეთის რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. ცენტრალურ სტადიონს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გასახდელებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დაასრულა. პროექტის მიხედვით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდა მინი სტადიონის შეკეთებაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჟეტიდან დაფინანსდა და ფეხბურთელებისთვის კომფორტული გარემო შეიქმა. დაბა კაზრეთის სტადიონზე ბოლნისის „სიონის“ ჭაბუკთა ლიგასთან ერთად ვარჯიშობს ბავშვთა გუნდი „მადნეული“.