რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
$GLOBAL_HOME -$
ბოლო აქტივობა
მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 3 4 5 6 »
დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ. კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება. პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს, პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია “არემჯისთვის” ხელისშეშლა დივერსიაა. მისი თქმით, ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ბოლნისის რაიონი მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტის მიერ დააფინანსა, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო. “მე ვიცი, რომ დიდი პრობლემები შეექმნა ბოლნისში კომპანია “არემჯის”, სადაც მუშაობს 3000 ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. 2012 წელს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა ბოლნისის რაიონს. გასულ წელს მთლიანად ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა ბოლნისის რაიონი, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო, გაჩერებული იყო სამუშაოები. 3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მე მაინტერესებს უბრალოდ, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 ათასი ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივიც, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღდმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები”, -განაცხადა ღარიბაშვილმა მარნეულში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
ქორეოგრაფიული ანსამბლი 37 წელია კულტურის სახლის ბაზაზე არსებობს, მაგრამ სწავლა უფასო არასდროს ყოფილა. სტუდიის მოსწავლეებს ყოველთვიურად 25, ხოლო ანსამბლის მოცეკვავეებს 30 ლარის გადახდა უწევდათ. კომპანიის კეთილი ნებით და დაფინანსებით, მარტის თვიდან, ანსამბლ „მადნეულში“ სწავლა უფასო გახდა. „არემჯი“ ყოველთვიურად 110 ბავშვს დააფინანსებს. ქორეოგრაფის აღნიშვნით, ცეკვაზე სიარულის მსურველი ბევრია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ სიარულს. მას შემდეგ კი, რაც სწავლა უფასო გახდა, გაიზრდება ბავშვთა რაოდენობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილე დავით შერაზადიშვილთან ერთად დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულა. დაბა კაზრეთის პირველი მიკრორაიონის ცენტრში უკვე მეორე თვეა საზოგადოებრივი სერვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით სერვის ცენტრი, რომელიც 900 კვ.მეტრ ფართობზე განთავსდება,მოსახლეობას 80-მდე მომსახურებას შესთავაზებს. დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დაბიდან გაუსვლელად ისარგებლონ საჯარო და კერძო სექტორის ათეულობით სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ეროვნული არქივი, მაგთის ოფისი, ფეიბოქსი, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სს ,,ლიბერთი ბანკი"-სა და შპს ,,მექანიზატორის" წარმომადგენლობა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაზრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტიც. იუსტიციის სახლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პირამიდა“ ასრულებს, რომელსაც ადგილობრივი მუშახელი ჰყავს დასაქმებული. მომსახურების სერვის ცენტრის მშენებლობის პარალელურად მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მაისის ბოლოს გაიხსნება. ,, დაბა კაზრეთში ჩვენ ვაშენებთ მორიგ საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს. ეს ემსახურება იგივე მიზანს, რაც სხვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, რომ იუსტიციის სახლში არსებული საჯარო და კერძო სერვისები არ იყოს მხოლოდ ქალაქის ფუფუნება და იმ რაიონში, სადაც ბევრი კორპუსია, ბავშვები, ახალგაზრდა თაობა და პენსიონერები ცხოვრობენ, ბანკი იქნება ეს, პასტორტი თუ სხვა 200-ზე მეტი სერვისი იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის",- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები საბადოს ჯერ კიდევ შეუსწავლელ ტერიტორიაზე ქართველ და გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის შესვლას ითხოვენ. მათი თქმით, არქეოლოგები და გეოლოგები ოქროს უძველესი მაღაროს შესახებ დამატებით ინფრომაციას მოიპოვებენ. კომიტეტის წევრები ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ. საყდრისის მცველები ასევე მოითხოვენ შეჩერდეს სამუშაოები, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და დეპუტატებმა კომისიის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირონ.
კომპანია „არემჯი“ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ბრალდებებს პასუხობს. კომპანია განცხადებას ავრცლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო პერიოდში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ მხრიდან, კომპანია „არემჯის“ მისამართით არაერთი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა (მაგ: თებერვლის შუა რიცხვებში, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ცალკეული წევრები აცხადებდნენ, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა „მნიშვნელოვანი არტეფაქტები“). მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ღიად მოსთხოვა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ან ინფორმაციის უარყოფა, დღეს ისინი მედიასაშუალებით კვლავ განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და კომპანიის მისამართით მორიგი ბრალდებების წარდგენას.
კომპანია "არემჯი გოლდი" გადაცემა "აქცენტების" ავტორს ეკა კვესიტაძეს პასუხობს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი ეკა კვესიტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იმიტომ განაცხადა, თითქოს კითხვებზე პასუხისთვის მობილიზება ვერ მოახერხა, არ შეესაბამება სიმართლეს. "2015 წლის 26 თებერვალს, კომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებუული აქცენტებიდან“ დაუკავშირდნენ, მაშინ როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში უკვე გადიოდა გადაცემის „აფეთქებული საყდრისის“ ანონსი, ჩაწერილი იყო სხვა ყველა რესპონდენტი. გადაცემის პროდიუსერისგან „არემჯის“ პრესსამსახურმა ელექტრონული ფოსტით მართალაც მიიღო წინასწარი შეკითხვები, თუმცა 27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „არემჯის“ სახელით უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.
"ნიკა გვარამია - ნაც. პროკურორი, ეკა კვესიტაძე - მარიონეტი ჟურნალისტი" - ამ შინაარსის ტრანსფარენტებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტები" ეთერში არ გავიდეს. "საყდრისი ხალხის კეთილდღეობისთვის და არა გრანტიჭამია არასამტავრობოებისათვის." - აქციის წევრები აქციით "არემჯი" გოლდსაც მიმართავენ და მოუწოდებენ საყდრისს თავი დაანებონ. ცნობისათვის, კვესიტაძის დღევანდელი გადაცემა სწორედ საყდრისს შეეხება. აქციის წევრები მოითხოვენ, რომ გადაცემა ეთერში არ გავიდეს.
დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, შენობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია, რომელიც კაზრეთის პირველ მიკრორაიონში მდებარეობს და დაახლოებით 900 კვ მეტრ ფართობს მოიცავს. შენობის აშენების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. „რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთში აშენდება საზოგადოებრივი ცენტრი და მოსახლეობა ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებს. ამავე ცენტრში განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა დაბის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი იქნება, დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. ცენტრის მშენებლობის პროექტი მთლიანად დაფინანსებულია სამინისტროს მიერ, გარე პერიმეტრის მოწყობას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, დაბა კაზრეთში ბაგა-ბაღის რემონტი დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ინდუსტრია 2“-მა სამუშაოები ხელშეკრულებით ას სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს. 12 ჯგუფიან ბაღში 9 მოქმედია, მათ შორის ოთხი გარემონტებულია, დანარჩენი ხუთი ჯგუფი კი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ვინაიდან ოთახებში არ იყო იატაკი, ბავშვებს ბეტონის საფარზე უწევდათ ყოფნა. ჯგუფებში კაპიტალური რემონტი ჩატარდება და მოხდება კიდევ დამატებით სამი ჯგუფის გახსნა. როგორც საბავშვო ბაღის მენეჯერმა აღნიშნა ბაღში 287 აღსაზრდელი დადიოდა, თუმცა მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ ხდებოდა ყველას დაკმაყოფილება, წელს კი დამატებით ასი განცხადება მიიღეს და გარემონტებული ჯგუფები შეძლებს კონტინგენტის დაკმაყოფილებას.