რეგისტრაცია

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები

ჩვენი პატარა ჯაყელები, კოტეს და ანრის ლექსები...

უფასო ტრენინგების სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი ...

ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ოვაციები, მხურვალე ტაში და შეძახილები – ასე შეხვდნენ კაზრეთში ანრი ჯოხაძეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მომღერალმა სოლო კ...

დაბა კაზრეთში ყელ-ყურ-ცხვირის და ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და შპს „ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგუ...
$GLOBAL_HOME -$
ბოლო აქტივობა
მთავარი » სიახლის არქივი
« 1 2 3 4 5 6 »
დაბა კაზრეთის რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. ცენტრალურ სტადიონს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გასახდელებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დაასრულა. პროექტის მიხედვით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდა მინი სტადიონის შეკეთებაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჟეტიდან დაფინანსდა და ფეხბურთელებისთვის კომფორტული გარემო შეიქმა. დაბა კაზრეთის სტადიონზე ბოლნისის „სიონის“ ჭაბუკთა ლიგასთან ერთად ვარჯიშობს ბავშვთა გუნდი „მადნეული“.
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღუმელით თბებიან. ზამთრის ცივ დღეებს ისინი უზრუნველყოფილნი შეხვდებიან. დღეს კომპანია არემჯის წარმომადგენლებმა სკოლას მთელი ზამთრის მარაგი შეშა მიუტანეს. სკოლის ბიუჯეტით შეძენილი შეშა საკმარისი არ იყო, ამიტომ დირექტორმა დახმარება კომპანიას სთხოვა.
20 უსახლკარო ოჯახისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისი აშენდა ახალი სოციალური საცხოვრისი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა ახალ მობინადრეებთან ერთად გახსნეს. სტუმრებმა ბენეფიციარებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. დაბა კაზრეთში ყოფილი ადმინისტრაციის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, ჭერი, იატაკი და კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემა, კეთილმოეწყო ეზოს შიდა და გარე პერიმეტრი. ბინები პირველადი მოხმარების საგნებით აღიჭურვა. ასევე დამონტაჟდა გაზის გამათბობლები. მუნიციპალიტეტი ბენეფიციარებს ყოველთვიური ლიმიტირებული კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფს. საცხოვრისში შესასახლებელი ბენეფიციარები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაბა კაზრეთის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მათ ფართით უზრუნველყოფასა და მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. საცხოვრისში შესასახლებელ 20 ოჯახს შორის აღნიშნული ოჯახებიც არიან. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 3 სოციალური საცხოვრისი ფუნქციონირებს, სადაც 38 ოჯახია განთავსებული. ბენეფიციარებს მუნციპალიტეტმა ხელშეკრულებები გაუფორმა, სადაც გაწერილია საცხოვრისში ცხოვრების წესები . ,,დღეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. მოგეხსენებათ, რომ ოფიციალურად გავხსენით სოციალური საცხოვრისი, სადაც შესახლდა 20 ოჯახი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და ამ მიმართულებით მომავალ წელსაც ვგეგმავთ გარკვეული აქტივობების განხორციელებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
უკვე ერთი თვეა, კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, დმანისი-ბოლნისის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე X-XI სს. დათარიღებული აბულმუგის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს. რა მნიშვნელობის კულტურულ ძეგლთან გვაქვს საქმე, რა მდგომარეობაში იყო ეკლესია სამუშაოების დაწყების წინ და რა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძრის სრულად აღსადგენად, ამ საკითხებზე რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი, კახაბერ ტრაპაიძე გვესაუბრა. – მოგეხსენებათ, აბულმუგის ტაძარი დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. ეს არის ტიპური დარბაზული ეკლესია, რომელსაც იმ პერიოდის საქართველოში ნაგები ტაძრების ყველა ძირითადი მახასიათებელი გააჩნია. გამომდინარე იმ საუკუნიდან, რომელშიც ტაძარი არის აგებული და გამომდინარე მისი მხატვრული ღირებულებიდან, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია, როგორც რეგიონისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. -ბატონო კახა, რა მდგომარეობაში იყო ტაძარი, როდესაც პირველად ნახეთ და რამდენად გადაუდებელი იყო მისი რეაბილიტაცია? – როდესაც ადგილზე ჩავედი, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში დამხვდა. მოგეხსენებათ, გარე ზემოქმედების ფაქტორები, როგორიც არის: წვიმა, თოვლი, ყინვა- ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობს ნაგებობის სტრუქტურის დაშლას. ასე იყო აღნიშნული ტაძრის შემთხვევაშიც, შეინიშნებოდა ბზარები, მთლიანად ჩამოშლილი იყო თაღი, დაზიანებული იყო საძირკველი… აქედან გამომდინარე, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება აუცილებელი და გადაუდებელი გახლდათ. -უფრო კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოებს მოიცავს რეაბილიტაციის პროექტი და როგორი იქნება ტაძრის საბოლოო სახე ? -აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „არემჯი“ აფინანსებს, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დაპროექტდა. პროექტი მოიცავს როგორც საინჟინრო-გამაგრებით სამუშაოებს, ასევე ტაძრის მხატვრული სახის აღდგენას. ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ტაძრის სრული შესწავლა, პროექტირება, გეოლოგიური შესწავლა და არქეოლოგიური დაზვერვა. ის პირველი ეტაპი, რომელიც აუცილებელი იყო პროექტის შესაქმნელად, უკვე დასრულებულია. უკვე ერთი თვეა აღნიშნული პროექტის საფუძველზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამ ეტაპს. ეს ეტაპებია: საინჟინრო-კონსოლიდაცია, ტაძრის ე.წ ტანის აღდგენა-რეაბილიტაცია და სახურავის ქვეშ ტაძრის მოქცევა. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დასრულების შემდეგ ტაძარში შესაძლებელი გახდება წირვა-ლოცვის ჩატარება, ანუ ტაძარი გახდება მოქმედი. მინდა აღვნიშნო, რომ აბულმუგის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის შექმნა და მისი განხორციელება არის კომპანია „არემჯის“ ინიციატივა და მიმდინარეობს კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით. რა როლი აქვს მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და რა სახის მონიტორინგს უწევს ის ადგილზე მიმდინარე ფიზიკურ სამუშაოებს. ამის შესახებ კომენტარი სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის საპროექტო სამსახურის ხელმძღვანელს, გია სოსანიძეს ვთხოვეთ. -აბულმუგის ეკლესიის პროექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თებერვალში კომპანია „არემჯისთან“ არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაიწყო. თავდაპირველად შევქმენით საპროექტო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა რესტავრატორების, კონსტრუქტორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან. მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ საკუთარი ხარჯებით შეადგინა რეაბილიტაციის პროექტი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი შეთანხმდა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოსთან, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც სააგენტოს მიერ გაიცა ფიზიკური სამუშაოების ჩატარების ნებართვა. მას შემდეგ, რაც დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, სააგენტო ახორციელებს საავტორო ზედამხედველობას, რაც გულისხმობს სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას, კორექტირებას და ანგარიშის მომზადებას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს ყველა სტანდარტის დაცვით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ.
20წლის მარიამ სელიმაშვილს აქვს ლეიკემია მესამე სტადიაში ძალიან სჭირდება თითოეული ადამიანის დახმარება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავეხმაროთ მარიამს... ყველას ძალიან გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი და ვისაც რამდენის საშუალება გაქვთ ჩარიცხოთ მის ანგარიშზე, მისთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ყოველივე,ძალიან გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ მარიამის ამბავი და დავუდგეთ გვერდით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის – აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი – 500-მდე სოფლისთვის. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს 473 სოფელი, რომელთა შორისაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი: აკაურთა, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში, გეტა, ფოცხვერიანი, სოფელი ბოლნისი, კაზრეთი, მამხუტი, მუხრანა, ჭაპალა, მუშევანი, ხატისოფელი, ვანათი, ტალავერი, ფარიზი, ტანძია. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართა. სკოლის წარმომადგენლები, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას, სკოლის სასწავლო პროგრამების, სკოლის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ ესაუბრნენ. პროგრამის ფარგლებში წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებების გამოვლენაზე, მათი ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაზე.
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანერგილი ახალი პროგრამის ფარგლებში, ხუთიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის სასკოლო მზაობის შვიდთვიანი უფასო ჯგუფი გაიხსნა. აღსაზრდელები უფროსი კლასის მოსწავლეებმა ზეიმით მიიღეს. სამსაათიანი საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ძირითადად თამაშით სწავლებას ითვალისწინებს, სკოლისთვის გარკვეული უნარების ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო. პატარები სკოლაში შესვლამდე გამოიმუშავებენ იმ სოციალურ, კოგნიტურ და ფიზიკურ უნარებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ სრულად ინტეგრირდნენ სასკოლო პროცესში.
რადგან დაბა კაზრეთში არსებული საავადმყოფო ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იღებება იატაკი, კედლები, იცვლება ოთახების განლაგება. დაბაში არსებული პოლიკლინიკა, რომელიც 1977 წელს გაიხსნა, როგორც ამბოლატორიულ, ისე სტაციონალურ მომსახურებას სთავაზობდა მოსახლეობას. მას შემდეგ კი რაც სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში გადავიდა, ვერ შეძლო სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაში ჩართვა და შეწყვიტა სრული დატვირთვით ფუნქციონირება. ექმითან ვიზიტი ფასიანი გახდა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები, მედ-პერსონალს გარკვეული პერიოდი უხელფასოდ უწევდა მუშაობა. მიმდინარე წელს მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა, დაბის მაცხოვრებლები სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებას ითხოვდნენ, რასაც შედეგი მოჰყვა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა ინვესტორს ორი წლით გადაეცა, განახლებული პოლიკლინიკა ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს დაქვემდებარებაში იქნება. აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით და მოსახლეობას ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რასაც საყოველთაო დაზღვევა ითვალისწინებს.
დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი. საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები. სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრებს ეკისრებათ შუამავლის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად. ამჟამად ფუნქციონირებს 21 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი/დუისი, მუხაესტატე, გეგუთი, მეჯვრისხევი, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოითი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი, ნუკრიანი, კორბოული და ღორეშა.